კონსულტანტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • რუსული,ინგლისური
25 ნოე - 25 დეკ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია “აკვალაინი” 2006 წელს დაფუძნდა. დაფუძნებიდან დღემდე ჩვენ განხორციელებული გვაქვს მრავალი პროექტი, როგორც კერძო ასევე საზოგადოებრივ სექტორში. მიღებული გამოცდილება, პროფესიონალური კადრი და მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ხარისხიანი პროდუქციის გამოყენება, განაპირობებს ჩვენს მიმართ კლიენტების მაღალ ნდობას. 

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით შემდეგ ლინკზე: https://aqualine.ge/ 

კომპანია "აკვალაინი" აცხადებს ვაკანსიას ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს კონსულტანტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი 

 

მოვალეობები: 

  • არსებული საქონლის მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა 
  • მომხმარებლის დახვედრა და საჭიროებისამებრ კონსულტაციის გაწევა 
  • მომხმარებლის საჭიროების დადგენა 
  • სასურველი პროდუქციის პარამეტრების და ფასის გაცნობა მომხმარებლისთვის 
  • საჭირო პროდუქციის არარსებობის შემთხვევაში ანალოგიური პროდუქციის შეთავაზება 
  • პროდუქციის შერჩევის შემდგომ რეალიზაციის პროგრამულად გატარება. 
  • საჭიროებისამებრ ახალი კონტრაგენტის დამატება პროგრამაში სრული ინფორმაციის მითითებით. 
  • დაბეჭდილი 2 ცალი ს/ზ-ით მომხმარებლის გადამისამართება სალაროში თანხის გადასახდელად. 
  • სალაროს ბეჭედდარტყმული ს/ზ მიწოდება საწყობისთვის 
  • საწყობიდან საქონლის მიღება და მომხმარებლისთვის გადაცემა 
  • შოუ რუმში არსებული საქონლის განლაგების და სისუფთავის კონტროლი 
  • ფასმაჩვენებლების კონტროლი 
  • მომხმარებლებისთვის აქციის და სპეც შემოთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • პასუხისმგებლობის გრძნობა 
  • თავაზიანობა 
  • სასურველია ინგლისუისა და რუსულის სასაუბრო დონეზე ცოდნა 
  • მონდომებისა და ინტერესის შემთხვევაში , კომპანია აფასებს ასეთ კანდიდატებს და პერსპექტივას სთავაზობს მზარდი ხელფასისა და ცოდნის განვითარების კუთხით 

 

ხელფასი : ფიქსირებულს (შეთანხმებით) + ბონუსები 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@aqualine.ge , სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "კონსულტანტი" , წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი