ოპერატორი სლოვაკეთში
საზღვარგარეთ
  • სრული განაკვეთი
  • არასრული საშუალო განათლება
  • ინგლისური,რუსული
25 ნოე - 21 დეკ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995574138627
მისამართი: ა.წერეთლის გამზ., 115ა

Apical Consulting - კომპანიაა, რომელიც შეიქმნა დასაქმების პროფესიონალური სერვისების უზრუნველსაყოფად ევროპის ქვეყნებში.ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა დინამიურად განვითარებად კომპანიებთან, ხოლო სამუშაოს მაძიებლებს -  ვთავაზობთ ლეგალურ დასაქმებას. ჩვენ გთავაზობთ უფასო დასაქმებას.

ცხადდება ვაკანსია ხორცის საწარმოში - სლოვაკეთში ოპერატორის პოზიციაზე

 

მოვალეობები:

  • ხორცთან სხვადასხვა მანიპულაციის განხორციელება (80% ავტომატიზირებულია)
  • არის სხვადასხვა ხაზი (პროდუქციის ხარისხის კონტროლი, დანადგარების კონტროლი, შეფუთვა და ა.შ.)

 

მოთხოვნები:

  • ენა - რუსული / ინგლისური (სალაპარაკო დონეზე)
  • ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
  • ნასამართლეობის ცნობა და ბიომეტრიული პასპორტი

 

სამუშაო პირობები და ბენეფიტები:

  • სამუშაო ხელშეკრულება
  • უფასო ბინადრობის ბარათი
  • უფასო საცხოვრებელი (წყვილებისთვის ცალკე ოთახი)
  • თვეში ერთხელ უფასო მასაჟი
  • თვეში ერთხელ უფასო პედიკური
  • ყოველკვირეული ფასდაკლებები სანოტარიუმში
  • სადილი ან ვახშამი 0,5 ევრო
  • ფასდაკლებები საწარმოს პროდუქციაზე
  • ანაზღაურება:  სტანდარტული გრაფიკით (5დღე, 8 სთ) - 700-750 ევრო/ნეტო
  • ზეგანაკვეთური მუშაობის შესაძლებლობა (დღეების მიხედვით არის განსხვავებული ხელფასის დანამატები)

 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: hrapicalconsulting@gmail.com და მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.

სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995574138627 (Viber/WhatsApp/Telegram)

ჩვენი კომპანიის ფილიალი საქართველოში მდებარეობს: ქ.თბილისი, ა.წერეთლის გამზ., 115 ა  (ორშ-პარ 09:00-17:00)

 

კომპანია „Apical Consulting“-ის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას კომპანია „Apical Consulting“-ის მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. 

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.

გისურვებთ წარმატებას!

წარმოება/ოპერაციები
ხაზის ოპერატორი