აგრონომი/აგრონომის თანაშემწე
საგარეჯო
  • სრული განაკვეთი
30 ნოე - 22 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

დასახელება: აგრონომი, აგრონომის თანაშემწე.

მომწოდებელი: შპს „უოლნათ მენეჯმენტ“

 

ადგილმდებარეობა: საქართველო, კახეთის რეგიონი, საგარეჯო.

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი. კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ფართით.

სამუშაო გრაფიკი: 6 დღე კვირაში. ორჯერადი კვება აქტიურ სეზონზე.

გამოცდილების დონე: ახალკურსდამთავრებული ან გამოცდილი აგრონომი.

 

 

მოთხოვნები:

  • გამოცდილება: მინიმალური
  • განათლება: უმაღლესი აგრარული განათლება ჩაითვლება უპირატესობათ.
  • ენები: ქართული  ( სავალდებულო). უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

 

სამუშაოს აღწერა:

შპს უოლნათ მენეჯმენტ-ი ეძებს აგრონომს და ასევე აგრონომის ასისტენტს, ახალკურსდამთავრებულ (ან გამოცდილ) და მოტივირებულ ახალგაზრდას, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია კარიერული ზრდა და განვითარება. თქვენ საშუალება გექნებათ  ძირეულად გათვითცნობიერდეთ ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის საკითხებში. შეისწავლოთ სასუქებისა და სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი სხვა პროდეუქტების შესაძლებლობები. აქტიურად იმუშაოთ საველე პირობებში. აწარმოოთ ყოველდღიური დაკვირვება_აღრიცხვა მცენარეებზე. დამატებით კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს კეთილმოწყობილი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლით , ჯანმრთელობის დაზღვევის კლასიკ პაკეტითა და   სეზონის მანძილზე ორჯერადი კვებით. ამრიგად კომპანია ყველანაირ პირობას უქმნის გუნდის წევრებს  პროდუქტიული მუშაობისათვის.

 

პიროვნული უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოება ინგლისურ ენაზე.
  • სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
     

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ  სამოტივაციო წერილი და CV ფოტოსურათით  , ელექტრონულ მისამართზე: gm@walnuts.ge  და სათაურის ველში მიუთითეთ (აგრონომი).

მეტი ინფორმაციისთვის შეიძლიათ ეწვიეთ ჩვენი კომპანის ვებგვერდსა და ფეისბუქგვერდს.

http://www.walnuts.ge/   https://www.facebook.com/walnutsgeorgia

 

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.

სოფლის მეურნეობა
სოფლის მეურნეობა/სასათბურე მეურნეობა