საწყობის თანამშრომელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 750 - 750
05 დეკ - 25 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

 

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ისთ-ფოინთის და დიღმის ფილიალებში.


ფუნქცია-მოვალეობები:
 

  • საწყობში მოსული ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა;
  • შემოსული პროდუქციის დასაწყობება;
  • სხვა ფიზიკური სამუშაოების შესრულება, რაც დაკავშირებულია ჰიპერმარკეტის საქმიანობასთან;

         

   პიროვნული თვისებები:

  • კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
  • პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

 

პირობები:

  • გრაფიკი: 3 დღიანი ცვლა (3 დღე მუშაობა, 3 დღე დასვენება);
  • სამუშაო საათები: 09:00 – 21:00 სთ / 10:00 - 22:00 სთ
  • ხელფასი: 850 ლარი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).

 

თუ თვლით რომ  აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ
გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge  
ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ
ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.

სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობის თანამშრომელი