მერჩენდაიზერი
ქუთაისი
  • სრული განაკვეთი
  • 650 - 650+ ბონუსი
25 ნოე - 25 დეკ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.

შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი" - მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის, მთავარი პრიორიტეტებია მომხმარებელზე ორიენტირება, მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 - საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

შპს "ვასაძის პურის", საკონდიტრო "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე - კარფურის ქსელში ქალაქ ქუთაისში.

სამუშაო განაკვეთი: სრული.

გამოსაცდელი ვადა: 2 კვირა

ანაზღაურება: 650 ლ + ბონუსი

ძირითადი მოთხოვნა: სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში.


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ქსელურ სუპერმარკეტებში კომპანიის პროდუქციის ფეისინგის კონტროლი.
  • პროდუქციის თაროებზე გაშლა და განლაგების კონტროლი.
  • მენეჯერებთან და ადმინისტრატორებთან მოლაპარაკებების წარმოება და პროდუქციის გაშლის უზრუნველყოფა.
  • ხელმძღვანელთან რეპორტინგი.


ძირითადი თვისებები:

  • პუნქტუალურობა და თავაზიანობა
  • გუნდში მუშაობის უნარი
  • კომუნიკაბელურობა.

 

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გაქვთ ამ თანამდებობაზე დასაქმების სურვილი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: sandomi.hr@gmail.com. ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება,

რომელზეც მოგვმართავთ.

გისურვებთ წარმატებას!

მარკეტინგი, რეკლამა, PR
მერჩენდაიზინგი