პროდუქტის მფლობელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
25 ნოე - 11 დეკ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ახალი ლიბერთი - ახალი ცხოვრებისთვის!  

 

ვაცხადებთ ვაკანსიას  პროდუქტის მფლობელის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი.

 

  • პროდუქტის ან მისი ცალკეული მოდულის განვითარების სტრატეგიული დაგეგმვა და განხორციელება;
  • პროდუქტის ბექლოგის შექმნა და მართვა, დეველოპმენტის გუნდთან ერთად, ბიზნეს ღირებულებების და კომპანიის სტრატეგიული გეგმის გათვალისწინებით;
  • მომხმარებლის გამოცდილების ანალიზის საფუძველზე, ცვლილებების ან ახალი პროდუქტის შექმნის საჭიროების დადგენა;
  • პროექტის ამოცანების, მიზნების და მიღებული შედეგების გაზომვის პარამეტრების განსაზღვრა;
  •  (სტეიქჰოლდერებთან) დაინტერესებულ მხარეებთან ერთად პროდუქტის კონცეფციის დამუშავება;
  • პროდუქტის შემქნის სრული ციკლის კოორდინაცია, კონცეფციიდან რელიზამდე.
  • შექმნილი პროდუქტის ხარისხის და მომხმარებლის საჭიროებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • პროდუქტის რელიზის დაგეგმვა და განხორციელება;
  • კროს-ფუნქციონალურ გუნდებთან კოორდინაცია;
  • პროდუქტის მომხმარებლებთან და სტეიქჰოლდერებთან წარდგენა;
  • ბაზრის ტენდენციების მუდმივი შესწავლა და ანალიზი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:    

  • ციფრული პროდუქტების (web, mobile app) შექმნის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • პროექტის გეგმის შემუშავების ცოდნა და გამოცდილება;
  • Agile გუნდში მუშაობის გამოცდილება;
  • UX/UI გუნდთან კოლაბორაციის გამოცდილება;
  • პრეზენტაციის შემუშავების და წარდგენის გამოცდილება;
  • სასურველია საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:                                 

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;

 

როგორ მოგვმართოთ

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2022 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

 

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

ინფორმაციული ტექნოლოგიები
ინფორმაციული ტექნოლოგიები (ზოგადი)
მსგავსი განცხადებები
თბილისი