სამედიცინო ინჟინერი
ხაშური
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური
25 ნოე - 09 დეკ
სტარტი
გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე

„ევექსის ჰოსპიტლები“ აცხადებს სამედიცინო ინჟინრის ვაკანსიას ხაშურში

„ევექსის ჰოსპიტლები“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში 

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  ხაშური, რუსთაველის #40. 

სამუშო გრაფიკი:  8 საათიანი 5 სამუშაო დღე 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • ჰოსპიტალში არსებული სამედიცინო აპარატურის, ინვენტარის და სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა უსაფრთხო სამედიცინო სერვისების უწყვეტად მისაწოდებლად; 
  • სამედიცინო აპარატურის გეგმიური სერვისის ჩატარება, კალიბრაცია, ტესტირება; 
  • დაზიანებული სამედიცინო აპარატურის შეკეთება, საჭირო დეტალების შეკვეთა; 
  • ჰოსპიტალში არსებული სამედიცინო აპარატურის მოვლის და სწორი ექსპლოატაციის უზრუნველყოფა, შესაბამისი მანუალების შექმნაში მონაწილეობის მიღება; 
  • სამედიცინო აპარატურასთან დაკავშირებული რისკების შეფასება და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; 
  • სატესტო მოწყობილობებთან მუშაობა; 
  • შესრულებული სამუშაოს დოკუმენტირება; 
  • სამედიცინო აპარატურის ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება; 
  • პერსონალის ტრენინგში მონაწილეობის მიღება;  
  • ჰოსპიტალში განსახორციელებელი პროექტებში  მონაწილეობის მიღება/ჩართულობა, ახალი პროექტებისთვის საჭირო სამედიცინო აპარატურის სპეციფიკაციების განსაზღვრა; 
  • სამედიცინო აპარატურის შემკეთებელ კომპანიებთან თანამშრომლობა; 
  • ჰოსპიტლებში არსებულ საოპერაციო/კომერციულ სამსახურებთან თანამშრომლობა; 

  

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება სამედიცინო ინჟინერიის მიმართულებით; 
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება; 
  • MS Office პროგრამების ცოდნა; 
  • ინგლისური ენის ცოდნა; 

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები: 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • გუნდური  მუშაობის უნარი; 
  • კომუნიკაბელურობა; 

  

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 8 დეკემბერი, 2022 

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/samedicino-injineri---xashurshi/878 

„ევექსის ჰოსპიტლები“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს. 

 

 

გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
სამედიცინო აპარატურის სპეციალისტი