შესყიდვების მენეჯერი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
24 ნოე - 24 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სუპერმარკეტების ქსელი „ბილიონი“, რომელიც საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია, წლებია მომხმარებელს სთავაზობს 15000 და მეტი დასახელების სასურსათო და საყოფაცხოვრებო/სამშენებლო პროდუქციის არჩევანს და უწევს მათ მაღალხარისხიან მომსახურეობას.

„ბილიონი“-ს მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული, უზრუნველყოს მრავალფეროვანი არჩევანი და მაღალხარისხიანი მომსახურება, ტერიტორიული ხელმისაწვდომობა და კომფორტული სივრცე. ამ ღირებულებების შენარჩუნება/განვითარებისთვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური კაპიტალის განვითარებას შესაბამისი სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

 

კომპანია „ბილიონი“ აცხადებს კონკურსს შესყიდვების მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი

სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით)

 

ძირითადი მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირებისა თუ სამართლის მიმართულებით;
  •  შესყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  •  კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
  •  შესყიდვების მენეჯერისთვის საჭირო პიროვნული უნარები:
  •  ინიციატივის გამოჩენის უნარი;
  •  საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი;
  •  სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
  •  ანალიტიკურად აზროვნება;
  •  მათემატიკური აზროვნება;
  •  ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი.

 

ძირითადი მოვალეობები:

  •  კომპანიის მიერ განსახორციელებელი შესყიდვების კოორდინაცია;
  •  მომწოდებლებთან შესაბამისი პროდუქციის მოძიება;
  •  ახალი მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
  •  მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
  •  გაფორმებული ხელშეკრულებების კონტროლი;
  •  ბაზარზე არსებული შესასყიდი პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი შესწავლა;
  •  შესასყიდი პროდუქციისა და მწარმოებლების კარგი ცოდნა;
  •  შესასყიდი პროდუქციის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ბაზრის მოკვლევა;
  •  სხვადასხვა სახის კორესპონდენციისა და ანგარიშების მომზადება;
  •  ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

 

პირობები:

  •  განრიგი- ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.
  •  8 საათიანი განაკვეთი
  •  ანაზღაურება- გამომდინარეობს კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 2022წლის 24 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე vacancy@billioni.ge . bilioni.hr@gmail.com გთხოვთ, სათაურის ველში (“subject”) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „შესყიდვების მენეჯერი“.

 

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მადლობას გიხდით დაინეტრესებისათვის!

გისურვებთ წარმატებას!

შესყიდვები
შესყიდვების მენეჯერი