კომერციული გადაწყვეტილებებისა და დილერებთან თანამშრომლობის სუპერვაიზერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
24 ნოე - 09 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

“EFES საქართველო” (ლუდსახარში “ნატახტარი") Anadolu Efes-ის შვილობილი კომპანიაა.  

Anadolu Efes მე-5 ადგილზეა მსოფლიოს უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიათა შორის.  

“EFES საქართველო“ უკვე 10 წელია ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც ბაზრის ლიდერი. 

პოზიცია: კომერციული გადაწყვეტილებებისა და დილერებთან თანამშრომლობის სუპერვაიზერი 

სამუშაო ადგილი: თბილისი 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • ქსელის განვითარების აქტივობების კოორდინაცია, მარშრუტების მორგება მომხმარებელთა საჭიროებების მიხედვით, ეფექტურობის გაუმჯობესება; 
  • სამუშაო პრობლემების  გადაჭრა (სამუშაო მიმდინარეობის ანალიზი და გაუმჯობესების სტარტეგიის შემუშავება და დანერგვა) და ანალიზი RTM პროგრამების განვითარების საშუალებით;  
  • კომპანიის მოთხოვნების  შესაბამისი კონტროლისა და ანგარიშგების უზრუნველყოფა; 
  • ბაზრის კვლევის საფუძველზე სხვადასხვა სტრატეგიების შემუშავება;  
  • პოტენციური ხარვეზების აღმოჩენის და შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, სამუშაოს შესრულებისა და პოტენციალის დაბალი მაჩვენებლების დროული აღმოჩენა, აღმოფხვრა და მონიტორინგი;   
  • ქსელის განვითარების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა და გაზიარება სხვადასხვა რეგიონების ფარგლებში. 
  • შაკვეთების/მარაგის დაგეგმვის და მონიტორინგის, გაყიდვების ანალიზის, წარმოების და ტრანსპორტირების ანგარიშგებების წარმოება, გაყიდვების, მიწოდების ჯაჭვისა და ფინანსურ დეპარტამენტთან კოორდინირებით;  
  • დილერებთან და მათ გუნდთან მუდმივი კომუნიკაცია, შიდა პოლიტიკებისა და პროცესების მუდმივი განახლება და მართვა;  
  • თითოეული დილერისთვის შესაძლებლობებისა და რისკის შეფასების მოდელის შემუშავება;  
  • დილერებთან ყოველწლიური ერთობლივი ბიზნეს გეგმების პროცესის შემუშავება და მონიტორინგი; 
  • დილერების სტანდარტიზაციის პროცედურის შემუშავება, დანერგვა და მონიტორინგი; 
  • პროცესების განუწყვეტელი მონიტორინგი და სხვადასხვა ანგარიშგებების წარმოება;  

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულება); 
  • გამოცდილება მინიმუმ ერთი  წელი FMSG სექტორში; 
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B2 დონეზე; 
  • EXCEL-ის უმაღლეს დონეზე ცოდნა; 
  • POWER BI-ში და დიდი მოცულობის ბაზებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  • გუნდის მართვის უნარი; 
  • აქტიური კომუნიკაციის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • კონტროლისა და ანალიზის უნარი; 
  • ავტომობილის მართვის მოწმობა (მექანიკური სიჩქარის კოლოფით). 

 

 


იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე:  career@ge.anadoluefes.com  გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. 

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 08 დეკემბერი. 

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით. 

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. 

“ეფეს საქართველოს“ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ: 

თქვენი პერსონალური მონაცემები „ეფეს საქართველოს“ მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ხელშეკრულების დადების მიზნით;   

„ეფეს საქართველო“ თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს შემდგომში შეთავაზების გაკეთების მიზნით. 

გაყიდვები
სუპერვაიზერი
მსგავსი განცხადებები
თბილისი