საბაჟო კონტროლის ზონის რეგისტრატორი რუსთავში
რუსთავი
  • სრული განაკვეთი
  • 500 - 650+ ბონუსი
  • ერთ წელზე ნაკლები
29 ნოე - 24 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 591 512 644

რუსთავის ავტობაზრობა AUTOPAPA აცხადებს ვაკანსიას საბაჟო კონტროლის ზონის რეგისტრატორის პოზიციაზე

 

ჩვენ გთავაზობთ

  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00-18:00
  • ანაზღაურება: 500 ლარი 2 თვის განმავლობაში, შემდეგ 650 ლარი + კვარტლური ბონუსი 300 ლარის ოდენობით.
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • სამუშაო ადგილი: ქ.რუსთავი

 

ძირითადი მოვალეობები

  • მომხმარებელთა მომსახურება, მათთვის ზოგადი კონსულტაციის გაწევა, მომსახურების მიწოდებისათვის აუცილებელი ფორმების გაცემა და შევსების პროცესში დახმარება;
  • პროგრამაში სერვისის მიწოდებისათვის აუცილებელი მონაცემებისა და რეკვიზიტების ასახვა;
  • მომსახურების პროცესში მიღებული განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების მოწესრიგება, საჭიროების შემთხვევაში, სკანირება და უფლებამოსილი პირებისთვის დადგენილი პროცედურის შესაბამისად, გადაგზავნა;
  • უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება მომსახურების პროცესში წამოჭრილი პრობლემების შესახებ;

 

უნარები და პიროვნული თვისებები

  • მაღალი მოტივაცია და დამოუკიდებლად მუშაობის უნდარი
  • ოპერატიული რეაგირების უნარი;
  • შრომისმოყვარე, ენერგიული და ორგანიზებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ  თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@autopapa.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: საბაჟო კონტროლის ზონის რეგისტრატორი

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან

 

მეტი ინფორმაციისათვის

გვესტუმრეთ: https://autopapa.ge/ge/page/about

https://m.facebook.com/autopapa.ge/

მოგვწერეთ: hr@autopapa.com

დაგვიკავშირდით: +995 591 512 644 ნათია.

 

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ ჩვენ შეგვიძლია დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

რუსთავის ავტობაზრობა AUTOPAPA მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საბაჟო
მსგავსი განცხადებები