ბუღალტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
24 ნოე - 21 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

მეამას ფინანსურ დეპარტამენტში ვეძებთ ბუღალტერს

მეამაში ჩვენი მთავარი საქმიანობა კაფსულის ყავის შექმნა და საქართველოში ინოვაციური პროდუქტების დანერგვაა. გვსურს, ახალი მიდგომებით შევცვალოთ ყავის საუკუნოვანი ტრადიცია და შევქმნათ პროგრესი მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. თუ გაქვს სურვილი, შენც გახდე მეამას არომატული თავგადასავლის ერთ-ერთი შემოქმედი, მაშინ გაეცანი ახალი ვაკანსიის პირობებს და შემოგვიერთდი.

 

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

  •  გამოწერილი ინვოისების, ქვითრების და მომსახურების შემოწმება კონტროლი;
  •  ყველა ოპერაციის კონტროლი, ფინანსური პოლიტიკისა და პროცედურების წესების მიხედვით;
  •  ხელფასების გაანგარიშება/დარიცხვა/გადარიცხვა (FINA-ს პროგრამაში)
  •  RS.ge-ზე ასახული მონაცემების შედარება ბუღალტრულ პროგრამასთან;
  •  ნებისმიერი ფულადი გადარიცხვების საგადასახადო კუთხით განხილვა;
  •  საგადასახადო დეკლარაციებისთვის საჭირო ფაილების მომზადება;
  •  სხვადასხვა სახის ბუღალტრული რეპორტების მომზადება;

 

პროფესიული მოთხოვნები:

  •  ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, უპირატესობად ჩაითვლება წარმოებაში მუშაობის გამოცდილება.
  •  უმაღლესი განათლება ფინანსური განხრით, ფინას პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
  •  ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  •  საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლიანი ცოდნა;
  •  კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Word, Excel)

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: career@meama.ge , სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - ბუღალტერი.

დედლაინი: 20 დეკემბერი

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისდ, აცხადებთ თანხმობას რომ შპს „მეამა“-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამომგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერ-ოპერატორი,
ბუღალტერ - აღმრიცხველი
მსგავსი განცხადებები
ბათუმი
საბუღალტრო კომპანია