პროდუქტების შემგროვებელი / Picker (დიდი დიღომი)
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ერთ წელზე ნაკლები
24 ნოე - დღეს
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

"დასაქმების სააგენტო ეიჩარი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის - პროდუქტების შემგროვებლის (Picker)  პოზიციაზე.

 

შერჩეული თანამშრომელი სამუშაოს შეასრულებს კომპანია "გლოვოაფფ ინფრასთრაქჩა" სასარგებლოდ.

სამუშაო განრიგი: სამუშაო ცვლებში, კვირაში 40 საათი, მათ შორის ღამის საათებში. 

 

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • საწყობში შემოსული პროდუქციის მიღება/დალაგება
  • შემოსული შეკვეთების შეგროვება და წასაღებად გამზადება
  • პროდუქციის ვადების კონტროლი
  • თაროების დალაგება მოთხოვნილი კრიტერიუმების შესაბამისად
  • უშუალო მენეჯერის დაკისრებული სხვა ვალდებულებების შესრულება

 

კრიტერიუმები, რომელსაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს:

  • სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში, სასურველია მსგავს პოზიციაზე (შემგროვებელი, მერჩენდაიზერი და სხვა)
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • სხვადასხვა საკითხზე ერთდროულად კონცენტრაციის უნარი.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

 

თუ თქვენთვის ეს ვაკანსია საინტერესოა და თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: project11@hr.ge

წარმატებებს გისურვებთ!

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობის თანამშრომელი