გაყიდვების კონსულტანტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 650 - 650+ ბონუსი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური
24 ნოე - 24 დეკ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია “Geosm” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.  

კომპანია Geosm დაარსდა 2010 წელს, მის საქმიანობას წარმოადგენს საკანცელარიო/საოფისე ნივთებით ვაჭრობა. კომპანიას გააჩნია საკანცელარიო ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მაღაზია/შოურუმი, სადაც წარმოდგენილია 3000-მდე დასახელების პროდუქცია.

მაღაზია ემსახურება როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ორგანიზაციებს.   

სამუშაო ადგილი: თბილისი, მიხეილ ასათიანის 14 

პოზიცია: გაყიდვების კონსულტანტი  

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-კვირა 10:00-20:00, დასვენება - ყოველ მესამე დღეს 

ანაზღაურება: 2 თვის განმავლობაში 650 ლარი; შემდეგ, ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი + ჯანმრთელობის დაზღვევა 

 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:  

  • მომხმარებლისთვის დახმარების გაწევა მომსახურების სტანდარტების დაცვით და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციაზე 
  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის ასორტიმენტის საფუძვლიანი შესწავლა 
  • გაყიდული პროდუქციის სანაცვლოდ თაროების დროულად შევსება 
  • მომხმარებლების მიერ ხშირად მოთხოვნადი პროდუქციის აღრიცხვა 
  • კლიენტების პერიოდული გამოკითხვა მათი მოთხოვნებისა და კომპანიისადმი დამოკიდებულებების შესასწავლად 
  • მიმდინარე ფასდაკლებებისა და ღონისძიებების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება 
  • ხარვეზების შესახებ მაღაზიის მენეჯერის დროული ინფორმირება 

 
ძირითადი მოთხოვნები: 

  • ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;  
  • პროფესიული ან უმაღლესი განათლება; 
  • ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; 
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია) 

 
პიროვნული თვისებები:  

  • ენერგიული; 
  • ორგანიზებული; 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე; 
  • მოტივირებული; 
  • შრომისმოყვარე; 
  • თავაზიანი; 
  • გუნდური მუშაობის უნარის მქონე; 
  • დეტალებზე ორიენტირებული; 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: office@geosm.ge და გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. 

გისურვებთ წარმატებას! 

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი