საწყობის თანამშრომელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
24 ნოე - 24 დეკ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია “Geosm” აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

კომპანია Geosm დაარსდა 2010 წელს, მის საქმიანობას წარმოადგენს საკანცელარიო/საოფისე ნივთებით ვაჭრობა.

კომპანიას გააჩნია საკანცელარიო ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მაღაზია/შოურუმი, სადაც წარმოდგენილია 3000-მდე დასახელების პროდუქცია. მაღაზია ემსახურება როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ორგანიზაციებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, მიხეილ ასათიანის 14

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30სთ; შაბათი 11:00-17:00სთ.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  •  პროდუქციის აღრიცხვა და შეკვეთების კომპლექტაცია
  •  პროდუქციის მიღება, მითვლა და დასაწყობება
  •  საწყობში არსებული მარაგების აღწერა და კონტროლი
  •  გასატანი შეკვეთების მანქანებში ჩალაგება
  • მაღაზიის მოთხოვნის მიხედვით მომარაგება
  •  მომსახურების სტანდარტების, დისციპლინარული და უსაფრთხოების ნორმების დაცვა
  •  ყოველდღიურად ანგარიშის წარდგენა ჩატარებული სამუშაოს შესახებ

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • პროფესიული ან უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად
  •  ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი
  • ლოგიკური აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარი

 

პიროვნული თვისებები:

  •  ენერგიული;
  •  პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
  •  მოტივირებული;
  •  თავაზიანი;
  •  ორგანიზებული;
  •  დეტალებზე ორიენტირებული;

 

ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადა 1 თვე. შემდეგ, ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსი + ჯანმრთელობის დაზღვევა

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: office@geosm.ge და გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობის თანამშრომელი