მექანიკოსი
ქუთაისი
  • სრული განაკვეთი
  • საშუალო განათლება
  • 1 - 2 წლამდე
  • რუსული,უკრაინული
24 ნოე - 21 დეკ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 574550195
მისამართი: ავტომშენებლის N 88

ქართულ-უკრაინული კომპანია  შპს „უჯ ლუბრიკანტს“ აწარმოებს სამანქანო ზეთებს და საპოხ მასალებს. უკვე 6 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე ქ. ქუთაისში და უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს. მრავალი წლის განმავლობაში უკრაინაში მიღებული გამოცდილების ხარჯზე კომპანია განუწყვეტლივ ახორციელებს ინვესტიციებს თავის განვითარებაში საქართველოში. ჩვენ ვეძებთ აქტიურ ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებულნი და მოტივირებულნი არიან გაზრდასა და განვითარებაზე,

 

ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქუთაისი, ავტომშენებლის N 88, თიზ

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

ანაზღაურება: ერთთვიანი გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ 1000 ლარიდან (ხელზე).

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მინდობილი აღჭურვილობისა და მექანიზმების უწყვეტი და უსაფრთხო მუშაობის უზრუნველყოფა;
  • აღჭურვილობის გეგმიური და არაგეგმიური შეკეთება და ტექნიკური მომსახურება;
  • ხელსაწყოების, სათადარიგო ნაწილების და სახარჯო მასალების შერჩევა, აღრიცხვა და შეძენა (დამოუკიდებლად ან შესყიდვის განყოფილების მეშვეობით);
  • აღჭურვილობის რეკონსტრუქცია და მოდერნიზაცია, ახალი ტექნიკის მიღება, მონტაჟი;

 

მოთხოვნები:

  • რუსული ან უკრაინული ენის ცოდნა (სავალდებულოა)
  • დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი;

 

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

  •  სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს ჩვენს კომპანიაში.
  •  კონკურენტული ანაზღაურება.
  •  კომფორტული, საინტერესო და მეგობრული სამუშაო გარემო.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე uglubricants@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მექანიკოსი"  ან დაგვიკავშირდით ნომერზე:+995 574550195

„უჯ ლუბრიკანტსი “ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

ინჟინერია
მექანიკოს-ინჟინერი