პრისეილერი/გაყიდვების აგენტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • მართვის მოწმობაB
24 ნოე - 24 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

პრისეილერის/გაყიდვების აგენტის ვაკანსია 

ვეტერინარული კომპანია „ინვეტი“ აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის/გაყიდვების აგენტის პოზიციაზე. 

შპს „ინვეტი“ საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც 20 წლის მანძილზე ამარაგებს ქვეყანას მაღალხარისხიანი ევროპული ვეტერინარული პროდუქციით, ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად. “ინვეტი”-ს დისტრიბუციის სამსახური ფარავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს და უზრუნველყოფს სრულ ვეტერინარულ მომსახურებას. კომპანიამ შექმნა ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება და ქ. მცხეთაში ააშენა ფრინველებისა და ცხოველების საკვების დამამზადებელი მაღალტექნოლოგიური ქარხანა.  ამჟამად კომპანია ფლობს სამ საწყობსა და 14 ფილიალს საქართველოს მასშტაბით. 

სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 5 სამუშაო დღე) 

სამუშაო ადგილი: თბილისი 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • ახალი ობიექტების მოძიება და კლიენტების მოზიდვა; 
  • მოლაპარაკების წარმოება სავაჭრო ობიექტებთან; 
  • შეკვეთების აღება/გაფორმება და მუდმივი მონიტორინგი; 
  • პროდუქციის ასორტიმენტის გაცნობა არსებული და პოტენციური მომხმარებლისთვის. 

 

პიროვნული თვისებები: 

  • სწორი კომუნიკაციის უნარი; 
  • დროის მართვის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი. 

 

აუცილებელი მოთხოვნები: 

  • მართვოს მოწმობა (B კატეგორია) 
  • მუშაობის გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე. 
  • უპირატესობა მიენიჭებათ ზოო ან ცხოველთა კვების მიმართულებით ნამუშევარ კანდიდატებს.  

 

„ინვეტი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2022  წლის 24 დეკემბრამდე.  

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში  მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება. 

გისურვებთ წარმატებებს! 

გაყიდვები
გაყიდვების აგენტი,
პრისელერი