მძღოლი/C კატეგორია
მცხეთა
  • სრული განაკვეთი
  • 1200 - 1200
  • მართვის მოწმობაB,C
24 ნოე - 24 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ვეტერინარული კომპანია „ინვეტი“ აცხადებს ვაკანსიას მძღოლის (C კატეგორია) პოზიციაზე. 

შპს „ინვეტი“ საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც 20 წლის მანძილზე ამარაგებს ქვეყანას მაღალხარისხიანი ევროპული ვეტერინარული პროდუქციით, ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად. “ინვეტი”-ს დისტრიბუციის სამსახური ფარავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს და უზრუნველყოფს სრულ ვეტერინარულ მომსახურებას. კომპანიამ შექმნა ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება და ქ. მცხეთაში ააშენა ფრინველებისა და ცხოველების საკვების დამამზადებელი მაღალტექნოლოგიური ქარხანა.  ამჟამად კომპანია ფლობს სამ საწყობსა და 14 ფილიალს საქართველოს მასშტაბით. 

სამუშაო გრაფიკი: სრული 

ანაზღაურება: 1200 ლარი საწყისი ანაზღაურება 

სამუშაო ადგილი: ქ. მცხეთა (კომპანია უზრუნველყოფს საკუთარი ტრანსპორტით სამუშაო ადგილამდე მიყვანას) 

ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • დადგენილი მარშრუტებით და პერიოდულობით, შესაბამისი დეპარტამენტის მიერ გამზადებული შეკვეთების ადგილზე მიტანა. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 

 

აუცილებელი მოთხოვნები: 

  • მართვის მოწმობა B,C კატეგორია - აუცილებელია; 

 

პიროვნული თვისებები: 

  • ანალიტიკური აზროვნება; 
  • სწორი კომუნიკაციის უნარი; 
  • დროის მართვის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი. 

 

„ინვეტი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2022  წლის 24 დეკემბრამდე. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში  მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება. 

გისურვებთ წარმატებებს! 

ავტო-მოტო სერვისი
სატვირთო ავტომობილის მძღოლი