ბუღალტერი
ქუთაისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • რუსული,უკრაინული
24 ნოე - 21 დეკ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995574550195
მისამართი: ავტომშენებლის N 88

ქართულ-უკრაინული კომპანია შპს უჯ ლუბრიკანტს აწარმოებს სამანქანო ზეთებს და საპოხ მასალებს. უკვე 6 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე ქ. ქუთაისში და უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს. მრავალი წლის განმავლობაში უკრაინაში მიღებული გამოცდილების ხარჯზე კომპანია განუწყვეტლივ ახორციელებს ინვესტიციებს თავის განვითარებაში საქართველოში. ჩვენ ვეძებთ აქტიურ ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებულნი და მოტივირებულნი არიან გაზრდასა და განვითარებაზე,

ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციზე.

 

მდებარეობა: ქუთაისი, ავტომშენებლის N 88, თიზ

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

ანაზღაურება: ერთთვიანი გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ 800 ლარიდან (ხელზე).

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიაში  საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის მართვა, რაც გულისხმობს კომპანიის ოპერაციების ზუსტი, დროული და საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისი აღრიცხვის წარმოების კონტროლს;
  • ზემოაღნიშნული მიზნით კომპანიის სხვადასხვა სამსახურებიდან აუცილებელი პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების და ინფორმაციის სრულად და დროულად მოწოდების კონტროლი;
  • კომპანიის სახელზე არსებული ძირითადი, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა;
  • შემოსავლების სამსახურის ონლაინ პორტალთან მუშაობა;
  • პროგრამა Oris-ში მუშაობა;
  • კომპანიის დებიტორებთან, კრედიტორებთან, საფინანსო დაწესებულებებთან, აუდიტორებთან, საგადასახადო ორგანოებთან და სხვ. ურთიერთობების და შესაბამისი ქმედებების განხორციელების კონტროლი;

 

საჭირო მოთხოვნები:

  • რუსული ან უკრაინული ენის ცოდნა (სავალდებულოა);
  • დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • გადაწყვეტილებების მიღების უნარი;

 

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს ჩვენს კომპანიაში.
  • კონკურენტული ანაზღაურება.
  • კომფორტული, საინტერესო და მეგობრული სამუშაო გარემო.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ  მისამართზე uglubricants@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტერი" ან დაგვიკავშირდით ნომერზე : +995574550195

 

„უჯ ლუბრიკანტსი “ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერ-ოპერატორი,
ბუღალტერ - აღმრიცხველი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
ბათუმი
საბუღალტრო კომპანია