ჯუნიორ აიტი მხარდაჭერის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური,რუსული
24 ნოე - 24 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია: Skyhi – IT აუთსორსინგი და კონსალტინგი

პოზიცია: IT მხარდაჭერის დეპარტამენტი, Junior IT support specialist

 

ვინ ვართ ჩვენ?

ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც 2014 წლიდან დღემდე შეძლო ყველაზე დიდი პორტფელის შექმნა IT აუთსორსინგის სერვისებში. 200-ზე მეტი დამკვეთი მოიცავს სააფთიაქო ქსელებს, სასტუმროებს, სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებს, უცხოური კომპანიების წარმომადგენლობებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და სხვა. სქაიჰაი მთელი საქართველოს მასშტაბით 5000-ზე მეტ საბოლოო მომხმარებელს უწევს სერვისებს.

 

ვის ვეძებთ?

Skyhi  ეძებს ადამიანს რომელიც გააძლიერებს ჩვენს გუნდს, ჯუნიორ აიტი მხარდაჭერის სპეციალისტს, რომელსაც სურს დაიწყოს კარიერა აიტი მიმართულებით და აქვს სურვილი:

  • განვითარდეს უფრო სწრაფად, ვიდრე საშუალო სტატისტიკური აიტი
  • უახლოეს ერთ წელიწადში აიღოს რამდენიმე (1 ან 3 ) საერთაშორისო სერტიფიკატი, Microsoft, Google, CompTIA, Bitdefender, 3CX and etc;
  • მკაფიოდ ხედავდეს საკუთარ მომავალს გრძელვადიან და მოკლევადიან პერსპექტივაში;
  • იმუშაოს გამოცდილი ადამიანების გვერდით, რომლებმაც ეს გზა უკვე გაიარეს;
  • ეამაყებოდეს ორგანიზაცია სადაც მუშაობს და საქმე რომელსაც აკეთებს.

 

რა გამოგარჩევს?

თუ გიყვარს ტექნოლოგიები, გაქვს მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება და იცი შემდეგი მიმართულებები:

  • E-mail (Microsoft Outlook, G-suite, Office 365)
  • Printers and scanners
  • IP phones
  • Operating systems (Windows, MacOS)
  • Wi-Fi
  • Domain user Setup
  • Antivirus
  • Computer Hardware

 

რა უნდა გააკეთო?

  • ინციდენტების გადაწყვეტა დისტანციური არხებით
  • კლიენტის ოფისში ტექნიკური ამოცანების განხორციელება
  • მომხმარებლების დაკვალიანება და ინსტრუქტირება
  • საკითხების შესაბამისად ესკალაცია
  • კოლეგებთან კოორდინაცია და ინფორმაციის გაზიარება
  • გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია

 

რა დაგჭირდება?

  • ინგლისური ან რუსული ენის კარგად ცოდნა;
  • მონდომება და საკუთარ თავზე მუშაობა

 

რით გაგახარებთ?

დასვენება, გართობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საქმე და მიზნებზე ორიენტირება, ამიტომ ჩვენთან გელოდებათ:

  • სუპერ მეგობრული გუნდი;
  • ხალისიანი ურთიერთობები;
  • საინტერესო თავგადასავლები;

 

შერჩევის ეტაპები:

  • საკუთარი ცოდნის შეფასება ონლაინ კითხვარით
  • ონლაინ ტესტირება
  • პირისპირ ინტერვიუ
  • კონტრაქტის პირობებზე შეთანხმება

 

სამუშაო გრაფიკი და ადგილი:

  • ცვლადი - კვირაში სამუშაო საათების რაოდენობა არ აღემატება 40 საათს.
  • ოფისი - დადიანის გამზირი #7

 

ასევე ისარგებლებთ ულიმიტო სასაუბრო დროით და ინტერნეტით;

P.S. ყველა საერთაშორისო გამოცდას და ტრენინგს ვაფინანსებთ ჩვენ.

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@skyhi.ge ან ჩვენი ფეისბუქ გვერდის პირად შეტყობინებაში: https://www.facebook.com/SkyHiLLC/

 

ჩვენი გუნდის სახელით გისურვებ წარმატებებს!

ინფორმაციული ტექნოლოგიები
IT სპეციალისტი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი