საერთაშორისო სანქციების განყოფილების უფროსი მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური
24 ნოე - 09 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს „ბაზისბანკი“ აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო სანქციების განყოფილების უფროსი მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში. 

  

მოვალეობები: 

  • „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით,  საქართველოს ფინანსური მონიტორინგის უფროსის მიერ დამტკიცებული დებულებებით, საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით და ბანკის შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული სამუშაოების შესრულება; 
  • ბანკში საერთაშორისო სანქციების მიმართულებით შიდა კონტროლის სისტემის ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა; 
  • OFAC, EU და UK სანქციებით გათვალისწინებული შეზღუდვების მონიტორინგი და ბანკში შესაბამისი ღონისძიებების გატარება; 
  • საერთაშორისო სანქციების რისკის მართვის მიზნით შიდა პროცესების და პროცედურების განვითარება და დანერგვა; 
  • კლიენტთა ოპერაციების მონიტორინგის განხორციელება საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად; 
  • საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობისთვის  პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება/დანერგვა ან ცვლილებების შეტანა  არსებული პროგრამული უზრუნველყოფის პარამეტრებსა ან/და პროცედურებში; 
  • ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის, ასევე საერთაშორისო სანქციების საკითხებთან დაკავშირებით ბანკის სხვა თანამშრომლების კონსულტირება და საჭიროების შემთხვევაში სპეციალური სასწავლო პროგრამების ორგანიზება; 
  • კლიენტების და მათთან დაკავშირებული პირების, ასევე ტრანზაქციის მონაწილე მხარეების სანქცია დაკისრებულ და პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში გადამოწმება;  
  • რეკომენდაციების მომზადებბა კონტროლის მექანიზმების ხარისხის გაუმჯობესების თაობაზე.  

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება სასურველია იურიდიულ, ეკონომიკურ, საბანკო და სხვა ტექნიკური მიმართულებით; 
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე (Advance) ცოდნა; 
  • ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულებების და საქართველოს ეოვნული ბანკის რეგულაციების ცოდნა; 
  • საფინანსო/საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება; 
  • საბანკო პროცედურების და პროდუქტების ცოდნა; 
  • კლიენტთა მომსახურების ზოგადი პრინციპების ცოდნა; 
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა. 

 
  

პიროვნული უნარები: 

  • ორგანიზებული; 
  • დეტალებზე ორიენტირებული; 
  • ანალიტიკური აზროვნება; 

  

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CVმისამართზე: hr@basisbank.ge 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 8 დეკემბერი 

შენიშვნა: გთხოვთ წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება. 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან. 

გისურვებთ წარმატებას! 

 

საბანკო
საბანკო(ზოგადი)