გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
04 დეკ - 24 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია ჯორჯიან მანგანეზი შვილობილი კომპანიისთვის (სელბაი ლიმითედი - რომელიც წარმოადგენს შესყიდვების, ლოჯისტიკისა და საწყობის მართვის აუთსორს კომპანიას) აცხადებს ვაკანსიას  გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, რომლის მიზანია უზრუნველყოს პროდუქციის გაყიდვების მართვა კომპანიის შიდა პროცედურების შესაბამისად.

 

  • სამუშაო ადგილი : ქ. თბილისი
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00 სთ
  • ანაზღაურება : დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებაზე

 

 

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

  • კლიენტების მოძიება, პოტენციურ კლიენტთა ბაზის ორგანიზება, მისი მენეჯმენტი და მუდმივი განახლება;
  • პოტენციური კლიენტებისათვის პროდუქციის შეთავაზება, კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება გასაყიდი პროდუქციის თაობაზე;
  • პროდუქციის გაყიდვა;
  • გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
  • გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ზრუნვა;
  • კლიენტთა/მომხმარებელთა მოზიდვისათვის სხვადასხვა ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება;
  • უშუალო ხელმძღვანელისათვის გაყიდვების რეპორტის წარდგენა (ყოველთვიური, კვარტლური, წლიური);
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, საოპერაციო საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის შესაბამისად.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (უპირატესობად ჩაითვლება ტექნიკური მიმართულებით განათლების ქონა);
  • აუცილებელია გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ  საკისრების შესახებ ცოდნა და აღნიშნული პროდუქტის გაყიდვებში გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • სწრაფი ათვისების უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.

 

ბენეფიტები:

  • ზრდაზე ორიენტირებული სამუშაო გუნდი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • სატელეფონო ლიმიტი

 

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@vacancy.com.ge გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება:    “გაყიდვების მენეჯერი”, კომპანია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, გისურვებთ წარმატებებს!

გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
მსგავსი განცხადებები
თბილისი