მაღაზიის მენეჯერი
თბილისი
მაღაზიათა ქსელი სუვენირ ცენტრი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური,რუსული
24 ნოე - 24 დეკ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

მაღაზიათა ქსელი სუვენირ ცენტრი აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო ტერიტორია: თბილისი. კოტე აფხაზის ქუჩა N18

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე , დღეში 8 საათი (ცვლებში).

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა
  •  მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მაღაზიის ხარისხიანი, ეფექტური და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ფუნქციებისა და როლების განაწილება/მართვა;
  • გაყიდვების სტიმულირება;
  • მაღაზიის ტექნიკური გამართულობის კონტროლი და უზრუნველყოფა;
  • მომხმარებელთა მოთხოვნილებებისა და საჭიროებების გამოვლენა, მათი შენიშვნებისა და პრობლემების მოგვარებისათვის ეფექტური და ქმედითი გზების მოძიება.
  • მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • სავაჭრო პროცესების მართვა - დადგენილი პლანოგრამების მიხედვით, პროდუქციის განლაგების დაცვის, პროდუქციის შევსებისა და ვადების კონტროლის უზრუნველყოფა;
  • სალაროსა და ფულადი ოპერაციების მართვა და კონტროლი;
  • მარაგების კონტროლი;
  • მაღაზიაში მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება
  • შიდა აღწერების უზრუნველყოფა, ყოველთვიური ინვენტარიცაზიის პროცესის კოორდინირება;

 

დაინტერესებულმა პირებმა მიუთითეთ სასურველი ანაზღაურება,გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@cityleasing.ge

წერილის სათაურში (subject) აუცილებელია მიუთითოთ პოზიციის დასახელება: მაღაზიის მენეჯერი

გისურვებთ წარმატებებს!

გაყიდვები
ფილიალების ქსელი