პროექტის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
29 ნოე - 24 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 591 12 83 61

შპს „ლაქტალის ჯორჯია“ (LACTALIS ჯგუფის წევრი – https://lactalis.com.ge/ ფრანგული ჯგუფი, მსოფილოს ერთ-ერთ ლიდერი კომპანია რძის წარმოებაში) რომელიც  აერთიანებს ისეთ  ცნობილი  ბრენდებს,  როგორებიცაა:  „SANTE“ ,,President”, ,,Galbani”, ,,Parmalat“. აცხადებს ვაკანსიას შპს “სანტე ჯი–ემ–თი პროდუქტები”-ს კომპანიაში  - პროექტების მენეჯერის (Project manager) თანამდებობაზე: 

კომპანია შპს “სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები” (2016 წლიდან  ლაქტალისის ჯგუფის წევრი – lactalis.com)  ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ითვალისწინებს მაღალი

ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების შეუფერხებელ მიწოდებას. 

მიმართულება : ინდუსტრიული 

დეპარტამენტი: საპროექტო 

პოზიცია : პროექტების მენეჯერი (Project manager) / კარიერული განვითარების პერსპქეტივით. 

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ. 

განაკვეთი: სრული 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • კაპიტალური დანახარჯების ბიუჯეტის შედგენა და კონტროლი;  
  • ყოველკვირეული და ყოველთვიური შეხვედრების გამართვა სხვადასხვა დეპარტამენტებთან; 
  • ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშის მომზადება; 
  • დაქირავებული კონტრაქტორების კონტროლი; 
  • ქვეკონტრაქტორებთან/მომწოდებლებთან ურთიერთობა და საორგანიზაციო საკითხებში; მონაწილეობის მიღება; 
  • კომპანიის შიგნით, სხვადასხვა დეპარტამენტებთან ურთიერთობა; 
  • საპროექტო გუნდის დახმარება პროექტების განხორციელებაში; 
  • პროექტების მართვის ინსტრუმენტების გამოყენება;  
  • საუკეთესო პრაქტიკების/გაიდლაინების/ჩანაწერების შექმნა და შეგროვება სპეციალურ ბაზაში; 
  • პროექტის აღწერის მომზადება, ნახაზების შედგენა და კომერციული წინადადების მოძიება; 
  • დოკუმენტების კონტროლი (კონტრაქტი, კომერციული წინადადება, გადახდის გრაფიკი, მიღება ჩაბარების აქტები და ა.შ); 
  • შიდა დოკუმენტაციის მომზადება და გაგზავნა სხვადასხვა დეპარტამენტებში; 
  • ანგარიშის მიღება და დამუშავება სხვადასხვა დეპარტამენტებისგან; 
  • ახალი მომწოდებლების მოძიებაში მონაწილეობის მიღება. 

 

მოთხოვნები და უნარ - ჩვევები: 

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება;  
  • უცხო ენების ცოდნა: ინლგლისური - С1  დონე, რუსული - B2 დონე;   
  • კომპიუტერული პროგრამები: Excel, AutoCAD, MS office;  
  • კომუნიკაბელური, მაღალი პასუხისმგებლობის უნარი, მიზანდასახული, შედეგზე ორიენტირებული. 

 

ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა და კორპორატიული მობილური ნომერი. 

 

დაინტერესებულმა პირებმა აღნიშნულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, შეგიძლიათ წარმოადგინოთ CV ელ-ფოსტაზე:  HR@ge.lactalis.com  ან დარეკოთ ნომერზე +995 591 12 83 61 .

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - “ -  პროექტების მენეჯერი (Project Manager) ” 

შპს „ლაქტალის ჯორჯია“ გისურვებთ წარმატებას! 

 

მარკეტინგი, რეკლამა, PR
პროექტის მენეჯერი
მსგავსი განცხადებები
თბილისი