გაყიდვების სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 700 - 700
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
24 ნოე - 08 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

,,ჯორჯიან სერვის ნეთვორკი’’ (GSN) 2011 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და სალარო აპარატების, POS სისტემებისა და სავაჭრო პროგრამული უზრუნველყოფის ყველაზე დიდი დისტრიბუტორია. დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდს www.gsn.ge

ჯორჯიან სერვის ნეთვორკი (GSN) თბილისში აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე (მუშაობა ხდება ოფისიდან).

 

პოზიციის დანიშნულება:

კომპანიის პროდუქტის და სერვისის შეთავაზება/გაყიდვა სხვადასხვა არხების საშუალებით (პირისპირ, სატელეფონო, ვებგვერდი/ონლაინ მაღაზია, ელ. ფოსტა, SMS)

 

ჩვენ გთავაზობთ:

  •  პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას
  •  მეგობრულ სამუშაო გარემოს
  •  ჯანმრთელობის დაზღვევას
  •  ფიქსირებულ ანაზღაურებასთან (700 ლარი) ერთად ყოველთვიურ ბონუსს (ბონუსი გაიცემა გაყიდვების შედეგიდან გამომდინარე)

 

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

  •  მონაცემთა ბაზის შექმნა/დამუშავება
  •  პროდუქციის გაყიდვა სხვადასხვა საშუალებებით
  •  მომხმარებელთა საჭიროებების კვლევა და შესაბამისი შეთავაზების მომზადება
  •  რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  •  გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  •  Microsoft Word, Excel, ( სასურველია ERP, Call Center) პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
  •  ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 08 დეკემბრის 18:00 სთ-მდე მისამართზე: vacancy@gsn.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

 

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, დამუშავდეს და შენახულ იქნას. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!

გაყიდვები
გაყიდვების აგენტი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი
თბილისი