დაბადების დღის ანიმატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური,რუსული
24 ნოე - 24 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„Gino Paradise” მულტიფუნქციური, გასართობი - სპორტულ- გამაჯანსაღებელი კომპლექსია, რომელიც აკვაპარკს, სპა და ველნეს სივრცეს, ფიტნეს დარბაზს, კვების რამდენიმე ობიექტსა და მინი სასტუმროს აერთიანებს.

“Gino Paradise” 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად, ოთხივე სეზონზე მასპინძლობს დასვენების, გართობისა და გაჯანსაღების მსურველებს. ის აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი, ხოლო ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აკვაპარკია.

 

„Gino Paradise” აცხადებს ვაკანსიას დაბადების დღის ანიმატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ, #9

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  •  პროგრამის მიხედვით აქტივობების წაყვანა
  •  ბავშვების გუნდის კოორდინირება და მართვა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  ანიმაციის/გასართობი პროგრამების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
  •  რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

 

შემოგვიერთდი, თუ ხარ:

  •  სუპერკომუნიკატორი;
  •  აქტიური;
  •  ხალისიანი;

 

დაინტერესებულებს კომპანია გთავაზობთ:

  •  მეგობრულ სამუშაო გარემოს
  •  კონკურენტულ ანაზღაურებას
  •  დამატებით ბენეფიტებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა);

 

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoparadise.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

ტურიზმი/გართობის სექტორი
ანიმატორი