სივრცის კონსულტანტი / მითერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 400 - 400+ ბონუსი
  • ინგლისური,რუსული
24 ნოე - 24 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

პარფიუმერული ქსელი „ისი-პარი“ 1995 წლიდან ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე. პარფიუმერული სამყაროს სწრაფად განვითარების პარალელურად კომპანია უზრუნველყოფს, რომ მსოფლიო სიახლეებმა და პრეზენტაციებმა დაუყოვნებლივ მოაღწიოს ქართველ მომხმარებლამდე. ჩვენი პრიორიტეტი ხარისხი და მრავალფეროვნებაა. კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, პროფესიონალ გუნდთან მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას.

 

„ისი-პარი“ აცხადებს ვაკანსიას სივრცის კონსულტანტის (მითერი) პოზიციაზე ქ.თბილისში.

სამუშაო ადგილი - ვაჟა-ფშაველას გამზ. 20; პეკინის 19; ფარნავაზ მეფის 1.

სამუშაო პირობები - ცვლიანი სამუშაო გრაფიკი (პირველი ცვლა - 10 საათიდან 15:30 საათამდე 30 წუთი დასვენება; მეორე ცვლა - 15:30 საათიდან 21 საათამდე, 30 წუთი დასვენება), კვირაში 1 დღე დასვენება.

ძირითადი ხელფასი - 400 ლარი და ყოველთვიურად დამატებით ბონუსი მაღაზიის გაყიდვების მაჩვენებლის გათვალისწინებით.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  •  შემოსული მომხმარებლის თბილი, მეგობრული დახვედრა კართან და მისალმება
  •  პირველადი კონსულტაციის გაწევა კომპეტენციის ფარგლებში და სწორი გადამისამართება
  •  მაღაზიიდან გასული მომხარებლის თბილი და ყურადღებიანი დამშვიდობება
  •  სადღესასწაულო დღეებსა და აქციების პერიოდში მომხმარებელთა რიგის დარეგულირება
  •  მომხმარებლისთვის მიმდინარე აქციების შესახებ საბაზისო ინფორმაციის შეთავაზება
  •  საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის შეფუთვა
  •  საჭიროების შემთხვევაში კომპანიის სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა, კერძოდ: ფლაერების დარიგება, პრომოზონასთან მუშაობა და შეთავაზება სხვადასხვა სახის აქციების
  •  განგაშის ღილაკის დროული გამოყენება მაღაზიაში ინციდენტის დაფიქსირების შემთხვევაში
  •  მაღაზიაში არსებული თაროების მოწესრიგება (პროდუქციის დალაგება და დასუფთავება)
  •  მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა და სტანდარტების შესაბამისი მომსახურების გაწევა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
  •  სასურველია რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე

 

პიროვნული მახასიათებლები/უნარები:

  •  ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  •  გამართული მეტყველების უნარი
  •  პრეზენტაბელური
  •  დროის ეფექტურად მართვის უნარი
  •  სწრაფად ადაპტაციის უნარი
  •  გუნდური მუშაობის უნარი
  •  სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი

 

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr-iciparis@prestige.ge 2022 წლის 24 დეკემბრამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის (სივრცის-კონსულტანტი) დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი,
საცალო კლიენტთა მომსახურება