დღის და მორიგე უმცროსი ექიმი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
29 ნოე - 21 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შ.პ.ს. „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“ აცხადებს ვაკანსიას დღის და მორიგე უმცროსი ექიმის პოზიციაზე ( პედიატრიის მიმართულებით) 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • ექიმის  მითითების დროულად და ზუსტად შესრულება; 
  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 

  

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება; 
  • სავალდებულოა ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • სასურველია ჩართულობა სარეზიდენტო პროგრამაში ( პედიატრია, ბავშვთა ინფექციური სნეულებები); 
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. 

 

პიროვნული უნარ–ჩვევები: 

  • ორგანიზებულობა 
  • შესრულებული სამუშაოს მონიტორინგის უნარი 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა 
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი 
  • კომუნიკაბელურობა 
  • პუნქტუალურობა 
  • გუნდურობა 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ,  მოგვაწოდოთ CV   ფოტოსურათით, 20 დეკემბრამდე  შემდეგ საფოსტო მისამართზე: Sveta.Sloeva@bochorishvili.ge ;   

 

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. 

 

სამედიცინო
ექიმის დამხმარე