შესყიდვების და მარაგების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
24 ნოე - 24 დეკ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

“ინსტა” ერთ-ერთი წამყვანი ქართული ელექტრო საინჟინრო/საპროექტო კომპანიაა, რომელიც 24 წელია წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე.

ჩვენი პროფილია ელექტრო, სატელეკომუნიკაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების პროექტირება და მონტაჟი, ასევე შენობის და ინდუსტრიული ავტომატიზაციის სისტემის შემუშავება და შესრულება. “ინსტას” მრავალრიცხოვან კლიენტებს შორის არიან ისეთი კომპანიები და ბრენდები როგორიცაა - M2, თეგეტა მოტორსი, საქართველოს ბანკი, წყალი მარგებელი, REZID Holding GmbH (King David Residence), საერთაშორისო სასტუმროების ქსელები - Crown Plaza, Moxy, Ramada, ფოთის საზღვაო ნავსადგური (APM ტერმინალი) და სხვა.

ჩვენ გაგვაჩნია საკუთარი წარმოება, ლოჯისტიკური ცენტრი და სასაწყობე ტერიტორია, სადაც წარმოდგენილია 10 000-მდე დასახელების პროდუქტი. ჩვენი გუნდი ტრენინგებს გადის ისეთ კომპანიებში, როგორიცაა: Siemens, Phoenix Contact, Lapp Kabel, Jung, Eaton, Festo, Omron და სხვა. ჩვენთან შესაძლებელია გაეცნოთ საქართველოში არსებულ უმსხვილეს კომპანიებთან და საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილებას

 

“ინსტა” აცხადებს  ვაკანსიას შესყიდვების და მარაგების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის პიზიციაზე

 

პოზიციის ზოგადი აღწერილობა:

შესყიდვების და მარაგების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობები მოიცავს შესყიდვების და მიწოდების ჯაჭვის პროცესების სისტემატურ დახვეწას და განვითარებას, მარაგების მართვას და ადგილობრივ თუ საერთაშორისო მომწოდებლების ბაზრის კვლევას და მათთან მჭიდრო ურთიერთობას.

თქვენს საქმიანობას პირდაპირი გავლენა ექნება კომპანიის წარმატებაზე, შესაბამისად თქვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ფუნქცია საუკეთესო ხარისხის პროდუქციის, საუკეთესო პირობებით შეძენაა.

 

ძირითადი მოვალეობები:

  •  შესყიდვების სტრატეგიის და პროცესების შემუშავება, ხელმძღვანელობა და განხორციელება;
  •  კომპანიაში არსებული მარაგების კონტროლი და სწორი დაგეგმვა მიმართულებების მიხედვით (პროექტები, საცალო ვაჭრობა, წარმოება);
  •  პოტენციურ და არსებულ მომწოდებლებთან შეხვედრა და მოლაპარაკებების წარმოება;
  •  არსებულ მომწოდებლებთან პროდუქციის დაკვეთა და გადახდის პირობების შეთანხმება;
  •  მომწოდებლების ბაზრის კვლევა, ახალი მომწოდებლების მოძიება, შეფასება, ფასების ანალიტიკა და ოპტიმიზაცია კომპანიის სტრატეგიის მიხედვით;
  •  გაყიდვების და მარკეტინგის სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობა და დაკვეთების კოორდინაცია; არსებული მარაგების შესახებ სისტემატიური რეპორტის წარმოება;
  •  სამომავლო მოთხოვნების განსაზღვრა და მონიტორინგი;
  •  ლოჯისტიკის პროცესის კოორდინაცია;
  •  შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა;
  •  პროდუქციის მოწოდების ვადების კონტროლი;
  •  გუნდის შედეგების შეფასება, პროცესის დახვეწაზე და განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
  •  საჭიროების შემთხვევაში ტენდერების ჩატარება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის მიმართულებით;
  •  საერთაშორისო კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება;
  •  აუცილებელია შესყიდვებში მენეჯერული გამოცდილება;
  •  მსგავს სფეროში მოღვაწე კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  •  MS Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  •  ERP სისტემით (1C, SAP, MS Dynamics) მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად;
  •  ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.

 

უნარები:

  •  მოლაპარაკებების სწორად წარმართვის უნარი;
  •  გუნდის მართვის უნარი;
  •  კომუნიკაბელურობა;
  •  კარგი წერითი უნარები;
  •  პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
  •  სამუშაოს დაგეგმვის, დროის გადანაწილების და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  •  სხარტი აზროვნება, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

რას გთავაზობთ ჩვენ?!

პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობასთან ერთად, ჩვენ გთავაზობთ ჯანსაღ და სტაბილურ სამუშაო გარემოს. ცხოვრების საკმაოდ დიდ დროს ვატარებთ სამუშაოზე ადგილას, ამიტომ ჩვენთვის ნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომელი თავს კარგად გრძნობდეს სამუშაო პპროცესში. ვახორციელებთ საინტერესო გუნდურ აქტივობებს, ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს გამოცდილებებს და ერთად ვქმნით დადებით და სასიამოვნო სამუშაო ატმოსფეროს.

 

დამატებითი ბენეფიტები:

  •  კორპორატიული დაზღვევა;
  •  კორპორატიული ნომერი;

 

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00

 

თუ ფიქრობთ, რომ თქვენ შესაბამისი კანდიდატი ხართ, და გაქვთ სურვილი გახდეთ დინამიური და წარმატებული კომპანიის გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@insta.ge

კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადაა 2022 წლის 22 დეკემბერი.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება! დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს www.insta.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
მარაგების მართვა
შესყიდვები
შესყიდვები(ზოგადი)