ავტომობილების მრეცხავი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • მართვის მოწმობაB
24 ნოე - 24 დეკ
სტარტი
გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა"  აცხადებს ვაკანსიას ავტომობილების მრეცხავის პოზიციაზე გაყიდვების შემდგომი მომსახურების დეპარტამენტში.  

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" წარმოადგენს "ტოიოტას" დილერს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უახლესი მოდელების ავტომობილებს, საგარანტიო და გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს.  შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" არის "თეგეტა მოტორსის" შვილობილი კომპანია, რომელიც 2013 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: www.toyota-tegeta.ge 

მისამართი:  თბილისი, ვაკე, უნივერსიტეტის ქ N6 

სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 09:30-დან 18:30-მდე, შაბათი 09:30-დან-15:00-მდე. 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • ავტომობილის ექსტერიერისა და ინტერიერის რეცხვის უზრუნველყოფა - გარე და შიდა შუშების წმენდა, მტვრის, ლაქებისა და ნათითურების მოშორება, საბურავების სისუფთავის უზრუნველყოფა, ავტომობილის ინტერიერის მტვერსასრუტით გასუფთავება, ხალიჩების წმენდა და ა.შ.;  
  • საჭიროების შემთხვევაში ავტომობილების გადაადგილების უზრუნველოფა; 
  • კომპანიის უსაფრთხოების პოლიტიკის ყველა პროცედურის დაცვა; 
  • საკუთარი ბოქსის/სამუშაო გარემოს მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა;  

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე; 
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა; 

 

პიროვნული თვისებები / უნარები: 

  • დროის მართვის უნარი; 
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი; 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=543 და შეავსეთ აპლიკაცია.  

დამატებითი ინფორმაცია 

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „თეგეტა მოტორსის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. 

გისურვებთ წარმატებებს! 

გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე
ავტო-მოტო სერვისი
ავტოსამრეცხაო