საწყობის თანამშრომელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • საშუალო განათლება
  • ერთ წელზე ნაკლები
24 ნოე - 21 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 577 14 99 66
მისამართი: თბილისი,კედიას 10

კომპანია “სამი ძმა” 2010 წელს დაარსდა და დღემდე, სადღესასწაულო აქსესუარების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში. კომპანიის საქმიანობის სფერო, აერთიანებს, სადღესასწაულო და საკონდიტრო აქსესუარებს - მასალებს, რაც მთავარია ყველაზე დაბალ ფასად.ამ ეტაპზე კომპანია ,,სამი ძმა,,  თბილისის მასშტაბით 5 ფილიალით არის წარმოდგენილი, სტაბილურად მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და  ყოველწლიურად მზარდი დინამიკით გამოირჩევა.კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება . კომპანიაში დასაქმებულია პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

გსურს გახდე ჩვენი გუნდის წევრი?

 

მაღაზიათა ქსელი "სამი ძმა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.


ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროდუქციის მიღება, დასაწყობება.
  • პროდუქციის განთავსება მიზნობრივად განსაზღვრულ სივრცეში.
  • მიღებული შეკვეთების მიხედვით პროდუქციის გასაცემად მომზადება.
  • შეკვეთების დისტრიბუციისთვის მითვლა.
  • ჩართულობა საწყობის პერიოდულ აღწერისას კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით.
  • კომპანიაში არსებული შინაგანაწესის დაცვა.

 

მოთხოვნები:

  •  გუნდური მუშაობის უნარი;
  •  პასუხისმგებლობის გრძნობა;
  •  დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე info@samidzma.ge (სასურველია ფოტოსურათით) ელფოსტის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 14 99 66

 

მაღაზიათა ქსელი "სამი ძმა" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.

 

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუმცა დარეზერვდება შესაფერის ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობის თანამშრომელი