მარკეტინგის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
  • ინგლისური
24 ნოე - 22 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

4Hospitals   სამედიცინო კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან ახორციელებს  სამედიცინო პროდუქციისა და სერვისის მიწოდებას კლინიკებისთვის. კომპანიის განაცხადია ,,ხარისხი პროცესის თითოეულ ეტაპზე’’ _  შესაბამისად კომპანიის მოღვაწეობა ეფუძნება თანამშრომლებთან და კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის პრინციპებს; 

 

"4Hospitals" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება;
  • ბაზრის მარკეტინგული კვლევა, შესწავლა და ანალიზი;
  • ბაზრის მოთხოვნების იდენტიფიკაცია და შესაბამისი მარკეტინგული აქციების შემუშავება/ორგანიზება;
  • მოკლევადიანი და გრძელვადიანი მარკეტინგული სტრატეგიული გეგმების შემუშავება-დანერგვა;
  • ციფრული მარკეტინგული კამპანიების შემუშავება და სოციალური მედიის, ვებ-გვერდის მართვა;
  • მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა, მონიტორინგი და ოპტიმიზაცია;
  • პრეზენტაციების, ბანერებისა და სხვა სარეკლამო აქსესუარების დიზაინის შექმნის ადმინისტრირება;
  • რეპორტინგი მმართველ გუნდთან.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება  მარკეტინგის, ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • აოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელია სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის პრინციპების ცოდნა და მათზე მუშაობის გამოცდილება (FB, IG, SEO, Google Ads, etc).
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;


პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პროაქტიურობა; 
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;

 

ჩვენ გთავაზობთ: ჯანსაღ,  კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორატიული კულტურის სამუშაო გარემოს, კარიერული განვითარებისა და  კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების  შესაძლებლობას, ჯანმრთელობის დაზღვევას და რაც მთავარია, შრომის ანაზღაურების კონკურენტულ პირობებს კანდიდატის ინდივიდუალური გამოცდილებიდან გამომდინარე;  

თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა,  გამოგვიგზვანეთ  თქვენი რეზიუმე   მისამართზე: info@4hs.ge 

 

გთხოვთ, ,,subject’’-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
4Hospitals გისურვებთ წარმატებას!

მარკეტინგი, რეკლამა, PR
მარკეტინგის მენეჯერი