ავტოგაყიდვების ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
22 ნოე - 14 დეკ
გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე

სს „კრედო ბანკი“  აცხადებს ვაკანსიას  ავტოგაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე

დამსაქმებელი:სს „კრედო ბანკი“ 

თანამდებობა: ავტოგაყიდვების ოპერატორი 

სამუშაო ადგილი თბილისი 

 

„კრედო  ბანკი“ 25 წლამდე  ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია  უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 80 ფილიალით არის წარმოდგენილი. #გახდიკრედოელი 

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.  

 

ჩვენ გთავაზობთ: 

  • სასიამოვნო, დინამიურ და გუნდურ სამუშაო გარემოს; 
  • პროფესიული ტრენინგები და მასტერკლასები; 
  • კორპორატიული ღონისძიებები; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა. 

 

 

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს. გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.  

#გახდიკრედოელი 

 

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები: 

  • მომხმარებლებთან  ეფექტური და ხარისხიანი კომუნიკაციის დამყარება გამავალი ზარით,  მომსახურების სტანდარტების სრული დაცვით; 
  • მომხმარებლებისათვის ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება და კონსულტირება ბანკის პროდუქტების, პირობების, სერვისებისა და პროცედურების შესახებ; 
  • მომხმარებლის ინფორმირება კომპანიაში დანერგილი სიახლეების შესახებ, კომპანიის ფასდაკლებით მომსახურების შეთავაზება; 
  • მომხმარებელთათვის პროდუქტ(ებ)ის უნიკალურობის, განსხვავებულობისა და დადებითი სარგებლის თვალსაჩინოდ წარმოჩენა; 
  • ახალი, აქტიური, ასევე არააქტიური კლიენტების დარწმუნება, კრედოს პროდუქტების სარგებლობაში ხანგრძლივი თანამშრომლობის მიზნით; 
  • სხვადასხვა მარკეტინგული ტექნიკის საშუალებით  გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება; 
  • მომხმარებელთა კმაყოფილებისათვის სწრაფი და ეფექტური უკაკავშირი; 
  • პროდუქტით დაინტერესებულ მომხმარებელთა განაცხადების დარეგისტრირება;  
  • გაყიდვების გეგმის შესრულება, დადგენილი სტარტეგიის შესაბამისად; 

 

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი: 

  • სასურველია უმაღლესი განათლება (ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე); 
  • ქართულად გამართული მეტყველებისა და წერის უნარი; 
  • საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა 
  • ინგლისური და რუსული  ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; 
  • სასურველია გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით 

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა 

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 13 დეკემბერი 2022 წელი 

 

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. 

#გახდიკრედოელი 

გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე
საბანკო
საბანკო(ზოგადი)