ფინანსური დირექტორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
22 ნოე - 22 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ალფა დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი პროფილური განათლება (ფინანსები, ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება);
  • მსგავს მენეჯერულ  პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი);
  • ბუღალტრული აღრიცხვის სისტემების ცოდნა;
  • ბიუჯეტირება, მოგება-ზარალის ფინანსური ანალიზის ცოდნა;
  • ფინანსური აღრიცხვისა და დოკუმენტაციის წარმოების პრინციპების ცოდნა;
  • სადაზღვევო ბიზნესის ნორმატიული აქტებისა და კანონების ცოდნა, რომლებიც  არეგულირებენ კომპანიის საფინანსო საქმიანობას; 
  • საბრუნავი კაპიტალის მართვის საფუძვლების ცოდნა.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ფინანსური დეპარტამენტისა  და მასთან დაქვემდებარებული მიმართულებების მართვა;
  • ფინანსური და ბუღალტრული ოპერაციების კონტროლი, მართვა;
  • კომპანიის ფინანსური გეგმების, ბალანსის და ბიუჯეტის პროექტების შემუშავება, დანერგვა, კონტროლი;
  • ყოველთვიური, კვარტალური, წლიური ფინანსური ანგარიშგებების  მომზადება, წარდგენა მარეგულირებელ და სხვა საკანონმდებლო  ორგანოებთან;
  • მოგება - ზარალის ანგარიშგების  სტატისტიკის შემუშავება, წარდგენა;
  • კომპანიაში არსებულ ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებული პროცესების  შემუშავება, მართვა;
  • მარეგულირებელი და სხვა საკანონმდებლო ორგანიზაციების მიერ გამოცემული ახალი რეგულაციის/მოთხოვნის შემუშავება/განხორციელება;
  • კომპანიაში არსებული ფინანსური დოკუმენტაციის წარმოების ერთიანი სტანდარტის შემუშავება, დანერგვა, კონტროლი;
  • ფინანსური სამსახურის შეფასების ინდიკატორების დანერგვა, გატარება, კონტროლი;
  • დებიტორული სამსახურის მართვა;
  • კომპანიის  სტრატეგიულ პროცესებში უშუალო მონაწილეობა.

 

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
  • მენეჯერული უნარ-ჩვევები;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა.

 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტით მისამართზე: hralpha@alpha.ge  სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

TOP მენეჯმენტი
ფინანსური დირექტორი(CFO)
მსგავსი განცხადებები