ხილ-ბოსტნის კატეგორიის მენეჯერი
რუსთავი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
დღეს - 22 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სუპერმარკეტების ქსელი ,,მადაგონი“  აცხადებს ვაკანსიას ხილ-ბოსტნის კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.

 

,,მადაგონი“ საქართველოს ბაზარზე უკვე 14 წელია ოპერირებს და მოიცავს  სუპერმარკეტებისა და რესტორნების ქსელს, კვების პროდუქტების  წარმოებას და საკონდიტროს . კომპანია აქტიურად გეგმავს ქსელის გაფართოებას, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში და დაინტერესებულია ისეთი მოტივირებული, განვითარებაზე ორიენტირებული და კვალიფიციური თანამშრომლების დასაქმებით, რომლებიც იზიარებენ კომპანიის ხედვას და  ღირებულებებს.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კატეგორიის ასორტიმენტის ფორმირება და არსებული ასორტიმენტის ოპტიმიზაცია;
  • ბაზარზე ახალი მომწოდებლების და პროდუქციის მოძიება, მიღებული შეთავაზებების განხილვა/შერჩევა; 
  • გასაყიდი ფასების განსაზღვრა და  მარჟების კონტროლი;
  • ფილიალების მიხედვით ხილ-ბოსტნის კატეგორიის პლანოგრამების დაგეგმვა/აწყობა;
  • პროდუქციის მოწოდების პირობების შეთანხმება მომწოდებელთან;
  •  ცენტრალურ საწყობთან პროდუქციის  მიღება/გადარჩევის საკითხებთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია;
  • მოწოდებული პროდუქციის ხარისხის ანალიზი და ხარისხის ან სხვა დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით მომწოდებელთან აქტიური კომუნიკაცია;
  • საჭიროებიდან გამომდინარე მარაგების ანალიზის რეპორტის  კონტროლი;
  • კონკურენტების რეგულარული და სააქციო ფასების მონიტორინგი/კონტროლი;
  • მომწოდებლებთან მოლაპარაკებისა და კონტრაქტის გაფორმების პროცესის თითოეული ეტაპის სრული ციკლის მართვა;
  • ხილ-ბოსტნის პროდუქციაზე აქციების დაგეგმვის მიზნით ანალიზის მომზადება;
  • შეთანხმებული აქციის ქსელში ჩაშვება და დასრულებული აქციების ეფექტიანობის ანალიზი;
  • მომწოდებლებთან ანგარიშსწორების კონტროლი შეთანხმებული პირობების შესაბამისად;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • აუცილებელია კვების რითეილის მიმართულებით  მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია Ms Excel-ის  ცოდნა;
  • სასურველია Apex პროგრამის ცოდნა.

 

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

  • მოლაპარაკების წარმოებისა და დარწმუნების უნარი;
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • სამუშაო პროცესის დაგეგმვის უნარი;
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
  • ანლიტიკური აზროვნება;
  • კარგი მათემატიკური უნარ-ჩვევები;

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: 09:30-18:30 სთ;
  • ანაზღაურება: მსგავს პოზიციაზე კონკურენტული;
  • სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. რუსთავი, აღმაშენებლის #89

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV  ელ-ფოსტაზე: vacancy@madagoni.ge გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

თქვენ მიერ გამოგზავნილი მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება მხოლოდ შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით გადაწყვეტილების მისაღებად.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

გაყიდვები
კატეგორიის მენეჯერი