Product Owner
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური
22 ნოე - 22 დეკ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

Betlive.club ერთ-ერთი უმსხვილესი სლოტ კლუბების ქსელია საქართველოში, რომლის მიზანსაც წარმოადგენს კომფორტული და სასიამოვნო გარემოს შექმნა, როგორც თანამშრომლებისთვის ასევე მომხმარებლებისთვის.

პოზიციის დასახელება: Product Owner

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაოს დრო: სრული განაკვეთი

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  •  პროდუქტის სტრატეგიის და ხედვის შემუშავება/განსაზღვრა;
  •  პროდუქტის მართვის გეგმის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლი;
  •  საჭირო დოკუმენტაციის შედგენა;
  •  შესაბამისი სტრუქტურებისთვის პროექტის დეტალების და მათი მხრიდან საჭირო სამუშაოს განსაზღვრა;
  •  სამუშაოს შესრულების ვადების განსაზღვრა;
  •  არსებული პროექტის შედეგებისა და ხარისხის მონიტორინგი;
  •  პროვაიდერებთან კომუნიკაცია და ახალი შესაძლებლობების დადგენა;
  •  გუნდში არსებულ სხვადასხვა რგოლებს შორის სწორი კომუნიკაციის და პროექტის ეფექტურად მართვის კოორდინირება;
  •  მომხმარებლის უკუკავშირის მიღება, ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში გაუმჯობესების დაგეგმვა;
  •  რეპორტის მომზადება, წარდგენა;
  •  ხარჯთაღრიცხვის წარმოება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები

  •  მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  •  კომუნიკაციის და პრეზენტაციის კარგი უნარი;
  •  სათამაშო ინდუსტრიის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
  •  ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  •  ანალიტიკური აზროვნება;
  •  დავალებების გადანაწილების გამოცდილება;

 

betlive.club გთავაზობთ:

  •  ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
  •  Fitpass;
  •  სატრანსპორტო ბარათის უზრუნველყოფა;
  •  პროფესიულ ზრდა/განვითარებას;
  •  სასიამოვნო სამუშაო გარემოს.

 

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: career@betlive.club და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მარკეტინგი, რეკლამა, PR
პროექტის მენეჯერი
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

CV ყუთი

გსურთ ამ კომპანიაში მუშაობა?
მსგავსი განცხადებები