მთავარი ბუღალტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
27 ნოე - 22 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

 

კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.

კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal", რუსული კომპანია "Sveza" და სხვა.

კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com

"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

 

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • განსხვავებულ და კონკურენტულ სახელფასო დანამატებს;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვა და სრული აღრიცხვის პროცესის ორგანიზება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;                                     
  • ბუღალტრული ანგარიშთა გეგმის მუდმივი მონიტორინგი და ხარვეზების შესწორება;
  • ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და ჩაბარება განსაზღვრულ ვადებში;
  • ანგარიშსწორებათა დროული აღრიცხვა, სალაროს კონტროლი;   
  • ხელფასებისა და სხვა გასაცემი თანხების დროული დარიცხვა და გაცემა;                                                                   
  • სახარჯი მასალებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთების მუდმივი კონტროლი;                            
  • სრული პასუხისმგებლობა საკანონმდებლო ორგანოებთან კომპანიის ბუღალტერიის სწორ მართვაზე;  
  • სხვა დასაქმებულ ბუღალტერთა საქმიანობის ხელშეწყობა, თანამშრომლობა და კონტროლი;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • აუცილებელია ბუღალტერიაში მუშაობის გამოცდილება
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

 

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები

  • კომუნიკაბელური;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორაგანიზებული;
  • ოპერატიული;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;

 

სამუშაო გრაფიკი: 5  დღე (გრაფიკი: 09:00 სთ – 18:00 სთ)
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, აგლაძის N32.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2022 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!

ბუღალტერია/ფინანსები
მთავარი ბუღალტერი