კომერციული მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
22 ნოე - 22 დეკ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სამშენებლო კომპანია „ადლი“ 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, ,მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება-მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება.
შპს „ადლი“ არაერთი საერთაშორისო კომპანიის პარტნიორია. სწორედ ამიტომ, იგი მომხმარებელს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების სამშენებლო და სარემონტო მასალებს სთავაზობს.

 

სამშენებლო კომპანია „ადლი“ აცხადებს ვაკანსიას - კომერციული მენეჯერის ვაკანსიაზე.

 

სამუშაო განაკვეთი: 09:00-18:00
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თ. ერისთავის #1ა.

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • დეველოპერებთან მოლაპარაკებების ეფექტური წარმოება;
  • ორიენტირებულება გაყიდვების ზრდაზე;
  • კომპანიის პარტნიორებთან მოლაპარაკებების და ეფექტური სამუშაო პროცესების გამართვა;
  • გამოცხადებული ტენდერებისა და პროექტების მოძიება და ანალიზი;
  • რელევანტური პროექტების დამუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
  • სატენდერო შეთავაზებების, დოკუმენტაციის მომზადება და პროცესების შემდგომი მართვა;
  • ბაზრის კვლევა სამშენებლო მიმართულებით;
  • არსებულ დამკვეთებთან  კომუნიკაცია და კომპანიის მხრიდან მომსახურების ხარისხის კონტროლი;

 

ძირითადი მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება (სასურველია საინჟინრო მიმართულებით)
  • მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარების  ან გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება;

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • შეზღუდულ ვადებში მუშაობა;
  • პროექტის შეფასების უნარი;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი; 

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@adli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.  განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 25 დეკემბერი, 2022 წ. გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.adli.ge

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

 

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გაყიდვები
გაყიდვები(ზოგადი)
მსგავსი განცხადებები
თბილისი