სკოლის ექიმი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 500 - 600
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
24 ნოე - 23 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ქალაქ თბილისის ნ 89 საჯარო სკოლა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სკოლის ექიმი

 

სკოლის ექიმად მუშაობისთვის კანდიდატს უნდა გააჩნდეს უმაღლესი სამედიცინო განათლება და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი რომელიმე შემდეგ სპეციალობაში:

  •  „პედიატრია“;
  • „საოჯახო მედიცინა“;
  • „ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი“.

 

ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  •  საექიმო სპეციალობაში/სპეციალობებში სახელმწიფო სერტიფიკატის ასლ(ებ)ი;
  •  უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასურებელი დოკუმენტი.
  •  სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  •  დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობას (მოწმობები, სერტიფიკატები და სხვა), ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  •  სასურველია ამჯერად არ იყოს დასაქმებული სხვა ორგანიზაციაში;

 

სამუშაოს აღწერა:

  • მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და იმუნიზაციის შესაბამისის ღონისძიებების ხელშეწყობა;
  • ბავშვებსა და და მოზარდებში სიმპტომებისა და სინდრომების გამოვლენა, რომლებიც მოითხოვს პირველად და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას; პირველადი და გადაუდებელი დახმარების გაწევა ტრამვის, დამწვრობის, ასპირაციის,მოტეხილობის, ჭრილობის,რესპირაციული დისტრესის , შოკის კომის , კრუნჩხვის , ცხელების, ფსიქიკური დარღვევების, ტკივილის და სხვათა დროს (სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მოსვლამდე);
  • სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის დროული გამოძახება (საჭიროების შემთხვევაში);
  • სპეციალური სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და შესაბამისი ინფორმაციის შეტანა;
  • გეგმიური და ეპიდსაწინააღმდეგო სანიტარიულ-ჰიგიენური და პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
  • სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე ზედამხედველობა;
  • სასკოლო კვების მოწესრიგების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
  • ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
  • მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სკოლის დირექციისა და დამრიგებლისათვის რეკომენდაციის მიცემა მოსწავლის საგაკვეთილო პროცესიდან დროებით გათავისუფლების შესახებ.

 

კონკურსის ეტაპები

  • განცხადების გადარჩევა
  • გასაუბრება

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: tbilisi89@mes.gov.ge

სამედიცინო
ოჯახის ექიმი