ადმინისტრაციული მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • მართვის მოწმობაB
22 ნოე - 22 დეკ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია "MS GROUP" სამზარეულოს ჭურჭლისა და ტექნიკის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია წარმატებით თანამშრომლობს როგორც კორპორატიულ კლიენტებთან, ასევე Horeca-ს ინდუსტრიასთან. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი ხარისხის პროდუქციით უზრუნველვყოთ.

 

კომპანია "MS GROUP" ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ და ახალი გამოწვევების მოყვარული ადამიანს   ადმინისტრაციული მენეჯერის  პოზიციაზე.

დაქვემდებარება: იურისტი, HR დეპარტამენტი, IT.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი , ვარკეთილი

სამუშაო საათები: სტანდარტული

ხელფასი: ფიქსირებული

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის მიზნებისა და სტრატეგიის შემუშავების/ განხორციელების პროცესის კოორდინაცია და მართვა ;
  • კომპანიის ადმინისტრაციული შიდა ბრძანებების, ინსტრუქციების,პროცედურების შემუშავება იუსრისტთან ერთად და შესრულების პროცესის მონიტორინგი ;
  •  შრომის კანონმდებლობის, კომპანიის შინაგანაწესის, შრომისა და საშემსრულებლო დისციპლინის, ეთიკის კოდექსის გადახედვა, დახვეწა HR დეპარტამენტთან ერთად და დაცვაზე კონტროლი;
  • კომპანიის სამართლებრივი დოკუმენტაციის შემუშავება იურისტთან ერთად, რისკების იდენტიფიცირება  და მონიტორინგი;
  •  თანამშრომლებთან რეგულარული შეხვედრების მოწყობა, მიმდინარე პროცესების შეფასება და დაგეგმილ ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობა;

 

 სხვდასხვა მიმართულების  პროექტების ხელმძღვანელობა:

  • არქიტექტურულ კომპანიებთან კოორდინირებული მუშაობა;
  • მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოებთან წარმომადგენლობა;
  • მერიის არქიტექტურულ სამსახურში წარმომადგენლობა;
  • მშენებლობების მონიტორინგი და სამართლებრივი შესაბამისობის დადგენა/კონსულტაცია;
  • შენობების ექსპულატაციაში მიღების უზრუნველყოფა;
  • პროექტის ყველა ეტაპის დაგეგმვა და შესრულების პროგრესის მუდმივი შეფასება;
  • პროექტის განხორცილებისთვის საჭირო ადმინისტრციული საკითხების უზრუნველყოფა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის მიმართულებით;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • უცხო ენების ფლობა;
  • საოფისე პროგრამების ფლობა;

 

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პრეზენტაციის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა
  • კომუნიკაბელურობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • მიზანდასახულობა;

 

*სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა;

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@ms-group.ge  გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი კანდიდატურა.

 

გისურვებთ წარმატებას!

ადმინისტრაცია
ადმინისტრაციული თანაშემწე
მსგავსი განცხადებები
თბილისი