ორგანიზაციული განვითარების სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 2 - 3 წლამდე
22 ნოე - 22 დეკ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.

„ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი გუნდი 450-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.ec.ge

 

„ელემენტ კონსტრაქშენი“ აცხადებს ვაკანსიას ორგანიზაციული განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო ადგილი: თბილისი

 

ძირითადი მოვალეობები:

  •  AS IS სამუშო პროცესზე დაკვირვება;
  •  პროცესის ოპტიმიზაციის რეკომენდაციების შემუშავება და დაინტერესებული მხარეებისათვის წარდგენა/შეთანხმება
  •  პროცესის ახალი TO BE ვერსიის დოკუმენტირება და დამკვეთთან წარდგენა/შეთანხმება;
  •  ახალი პროცესის იმპლემენტაციისთვის საჭირო სამოქმედო გეგმის შედგენა და დამკვეთთან შეთანხმება;
  •  პროცესის იმპლემენტაციის ფაზაში დამკვეთისთვის საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციის გაწევა;
  •  ახალი პროცესის დანერგვის ფარგლებში საპილოტე პროცესის მართვა რაც გულისხმობს ჩართული მხარეებისათვის ტრენინგის ჩატარებას და პირველადი შედეგების ტესტირებას.
  •  შიდა აუდიტთან ერთად ბიზნეს პროცესების მონიტორინგის მექანიზმების დანერგვა;
  •  ორგანიზაციაში იდეების მართვის პროცესის შემუშავება, დანერგვა და მართვა;
  •  პროექტის ინიცირებისთვის იდეის ავტორის მიერ შესავსები ფორმატის/-ების შემუშავება და ფორმატების მართვის პროცესში ინტეგრაცია;
  •  თანამშრომლებისთვის იდეების მართვის პროცესის გაცნობა და მათი ამ პროცესში აქტიური ჩართვის უზრუნველყოფა;
  •  წარდგენილი პროექტის / იდეების კონცეპტების პირველადი შეფასება, წინასწარ შემუშავპროექტების ფარგლებში საჭირო შეხვედრების ორგანიზება და მათი მოდერაცია;
  •  პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი და ანგარიშგება (პროექტის მიმდინარეობის სტატუსის გამოთხოვა შესაბამისი პასუხისმგებელი პირებისგან, შეჯამება, რისკების იდენტიფიკაცია და გარკვეული პერიოდულობით სამეთვალყურეო საბჭოსთვის პროექტის მიმდინარეობაზე ანგარიშგების მომზადება;
  •  პროექტში წარმოშობილი შესაძლო რისკების იდენტიფიკაცია, კონტროლი და რისკების შესახებ მმართველი საბჭოს ინფორმირება. პროექტის ესკალაციის მექანიზმების დაგეგმვა და საჭიროების შემთხვევაში მათი ამოქმედება;
  •  პროექტის ბიუჯეტის კონტროლი და გადახრების ანალიზი;
  •  ორგანიზაციის პოლიტიკისა და მიზნების შესაბამისად ISO 9001-ის და ISO-45001-ის სისტემის მეთოდური შემუშავების უზრუნველყოფა სტანდარტების მოთხოვნების მიხედვით;
  •  ISO 9001-ის და ISO-45001-ის მოთხოვნებსა და საკითხებში კონსულტაციების გაწევა ორგანიზაციის ყველა დეპარტამენტის თანამშრომელთათვის;
  •  დანერგილი საერთაშორისო სტანდარტების შენარჩეუნების უზრუნველყოფა
  •  კომპანიის ხარისხის პროცედურების, სტანდარტების და სპეციფიკაციების შემუშვება დანერგვა;
  •  ISO სერტიფიცირების აუდიტისათვის მოსამზადებელი ყველა პროცედურის მართვა და შეუსაბამობების მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა მონიტორინგი;
  •  მასერტიფიცირებელ აუდიტზე კომპანიის წარდგენა და ჩართული რესურსის მხარდაჭერა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  პროექტების დაგეგმვისა და მართვის 2 წლიანი გამოცდილება;
  •  ნებისმიერ business process management tool-ში მუშაობის გამოცდილება;
  •  ბიზნეს პროცესების ანალიზისა და მოდელირების გამოცდილება;
  •  ამოცანის ანალიზის, კრიტიკული შეფასების, საკვანძო და პრობლემური საკითხების დადგენის და მათი გადაწყვეტის უნარი;
  •  სამუშაოს ვადის განსაზღვრა და მისი ეფექტური მართვის უნარი.

 

უნარ-ჩვევები:

  •  კომუნიკაციის უნარი
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  •  მუდმივი განვითარების სურვილი
  •  ანალიტიკური აზროვნება
  •  სხარტი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი
  •  დროის ეფექტურად მართვის უნარი

 

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

  •  სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  •  FitPass;
  •  ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  •  კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  •  მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge 2022 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით .

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ელემენტ კონსტრაქშენმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ ქონსთრაქშენის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!

მარკეტინგი, რეკლამა, PR
პროექტის მენეჯერი
მსგავსი განცხადებები
თბილისი