მარკეტინგის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
02 დეკ - 21 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

მარკეტების ქსელი „გვირილა“  ინოვაციური ბრენდია საქართველოს ბაზარზე, რომლის მიზანია შესთავაზოს სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამჟამად კომპანია არის სწრაფად მზარდი და განვითარებადი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თანამშრომლის კარიერულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

 

შპს „გვირილა რითეილის“ მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე

 

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობა

  • კომპანიის სტრატეგიის გათვალისწინებით მარკეტინგული სამოქმედო გეგმის შედგენა
  • ბრენდის ცნობადობის ზრდაზე ზრუნვა
  • ახალი ფილიალის გახსნასთან დაკავშირებული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება
  • სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობა (საკომუნიკაციო გეგმის გაწერა დროში და ბიუჯეტში)
  • სარეკლამო ვიდეო რგოლების დამზადებაში მონაწილეობა  და აქტიური ჩართულობა
  • გაყიდვების მხარდამჭერი აქციების შემუშავება, ბიუჯეტირება და განხორციელება
  • პრეზენტაციების, ბეჭდური საკომუნიკაციო მასალების მომზადება
  • სარეკლამო სააგენტოებთან და სტამბებთან ურთიერთობა
  • არსებული ვებგვერდებისა და სოციალური არხების მართვა/განვითარება

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება(სასურველია მარკეტინგის მიმართულებით)
  • მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • ამავე სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • უცხო ენების(ინგლისური, რუსული) ცოდნა

 

პიროვნული თვისებები:

  • კრეატიულობა
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • პრეზენტაბელურობა

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი:  ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
  • სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, სათავო ოფისი
  • ანაზღაურება შეთანხმებით

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას
  • მეგობრულ გუნდს

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@gvirila.com.ge

გთხოვთ, წერილის სათაურში(subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მარკეტინგი, რეკლამა, PR
მარკეტინგის მენეჯერი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი