ფინანსური ანალიტიკოსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
02 დეკ - 22 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სუპერმარკეტების ქსელი ''მაგნიტი'' 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.

“მაგნიტი“ ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ესქკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით;

კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა.

ამ დროის მონაცემებით, „მაგნიტს“ 300 ფილიალამდე აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.

 

სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე თბილისში:

 

ძირითადი მოვალეობები:

  •  ფინანსურ დირექტორთან ერთად ფინანსური რეპორტების ფორმის შემუშავება და მომზადება, ბიუჯეტთან შედარება.
  •  ახალი მიმართულებების პროექტებზე მუშაობა და ამ მიმართულებების ფინანსური ანალიზი/მონიტორინგი.
  •  კომპანიის ფინანსური მდგომარეობის პერიოდული ანალიზი და შედარება ბიუჯეტთან
  •  მომგებიანობის ანალიზი სხვადასხვა ჭრილში
  •  ყოველდღიური რეპორტების შევსება, მონიტორინგი, ანალიზი
  •  უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება (ფინანსები / ბიზნეს ადმინისტრირება / ეკონომიური)
  •  კომპიუტერული საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით ექსელის) უმაღლეს დონეზე ცოდნა.
  •  ინგლისური და რუსული ენების კარგად ფლობა

 

პიროვნული თვისებები:

  •  მაღალი პასუხისმგებლობის მქონე
  •  კომუნიკაბელური
  •  გუნდური მუშაობის უნარი
  •  ძლიერი ლოგიკური, მათემატიკური და ანალიტიკური უნარები
  •  სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზებულობის უნარი;
  •  ინდივიდუალურად მუშაობის უნარი
  •  პროფესიული განვითარების მოტივაცია.
  •  სტრესულ გარემოში და დედლაინებში მუშაობის უნარი

 

სამუშაო განაკვეთი: სრული დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე: hr@magniti.ge

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

ბუღალტერია/ფინანსები
ფინანსური ანალიტიკოსი