უსაფრთხოებისა და დაცვის თანამშრომელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
27 ნოე - 22 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს ‘’ართთაიმი’’ დაარსდა 1999 წელს, თბილისში. კომპანია ფლობს რვა მაღაზიას, სადაც წამოდგენილია ისეთი მსოფლიო ბრენდები, როგორებიცაა Tissot, Swatch, Longines, TAG heuer და სხვა. შპს ‘’ართთაიმს’’ საათებისა და საიუველირო ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუციიის უფლება აქვს საქართველოში. კომპანიამ საკუთარი ნიშა სტაბილურად მოიპოვა ბაზარზე. ის საინტერესოა მრავალფეროვანი არჩევანით და აკმაყოფილებს ნებისმიერი გემოვნების მქონე მომხმარებელს.

 

შპს ‘’ართთაიმი’’  აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოებისა და დაცვის თანამშრომელის პოზიციაზე

 

ფუნქცია - მოვალეობები:

  •  სავაჭრო ობიექტის და მასში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების, ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვის უზრუნველყოფა;
  •  ობიექტის დაცვა და წესრიგის უზრუნველყოფა;
  •  კონფლიქტური სიტუაციების და ინციდენტების აღკვეთა.
  •  საჭიროების შემთხვევაში, ექსტრემალურ სიტუაციაში დადგენილი წესებისა და გაწერილი პროცესების მიხედვით სწრაფი და სწორი რეაგირება
  •  თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  სასურველია დაცვის სფეროში ან ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება.

 

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • თავაზიანობა, ტაქტის გრძნობა;
  • დისციპლინირებულობა, პუნქტუალობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირების უნარი.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე hr@arttime.ge გთხოვთ, გამოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - ‘’უსაფრთხოებისა და დაცვის თანამშრომელი".

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ართთაიმმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს ‘’ართთაიმის’’ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!

უშიშროება/დაცვა
მაღაზიის/ობიექტის დაცვა