დირექტორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 5 - 7 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
22 ნოე - 22 დეკ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ გურმან აკადემია“  აცხადებს ვაკანსიას  დირექტორის პოზიციაზე.

 

ადგილმდებარეობა: გალერია თბილისი

 

მოვალეობა და ამოცანები:

  • კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების ზრდის უზრუნველყოფა;
  • მენეჯმენტთან ერთად კომპანიის კომერციული მიმართულების შესაბამისი სამოქმედო გეგმის/სტრატეგიის ჩამოყალიბება;
  • მარკეტინგის, გაყიდვების, ციფრული პროდუქტების, ტრენინგების და ბიზნესის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და შესრულების მონიტორინგი;
  • გაყიდვების სრული ციკლის მართვა, გაყიდვების გეგმების შედგენაში მონაწილეობა და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/უზრუნველყოფა;
  • საერთაშორისო ბაზარზე კომპანიის პროდუქციის ცნობადობის ამაღლება, მარკეტინგული კვლევა - ანალიზი და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა;
  • ბიზნეს პარტნიორებთან ურთიერთობა, ბაზარზე კლიენტების მოძიება და არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის უზრუნველყოფა;
  • ბიზნესის განვითარება, საერთაშორისო გაყიდვების კუთხით ტრენდების, სხვადასხვა საჭიროებების და შესაძლებლობების განსაზღვრა და შესაბამისი ინიციატივების წარდგენა;
  • საერთაშორისო მასშტაბური კონფერენციების, ღონისძიებების, კონგრესების დაგეგმვა, მონაწილეობის მიღება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება; 
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის სფეროში (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
  • სერთიფიკატი ფინანსურ/ბუღალტრულ აღრიცხვაში, სასურველია ACCA-ს;
  • შესაბამის სფეროში მინ.5 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული (MS Office, Word, Excel ) პროგრამების კარგად ცოდნა, ბუღალტრული პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
  • სასურველია სარესტორნე სფეროში მუშაობის გამოცდილება;

 

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი და გამოცდილება;
  • დეტალებზე კონცენტრირება;

 

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე:  gourmetacademygeo@gmail.com სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განხიხილება.

TOP მენეჯმენტი
გენერალური დირექტორი/დირექტორი