მიწოდების თანამშრომელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • მართვის მოწმობაB
22 ნოე - 22 დეკ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია „ნიკორა“ 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს  მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. 

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 8000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge   

სს  "ნიკორას" შვილობილი კომპანია შპს  „ოკეანე“  აცხადებს  ვაკანსიას მიწოდების თანამშრომლის პოზიციაზე თბილისში: 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • ზედნადების მიხედვით შეკვეთების მითლა/მიწონვა და სადისტრიბუციო ავტომობილის პროდუქციით დატვირთვა; 
  • შეკვეთების მიხედვით სავაჭრო ობიექტების მომარაგება; 
  • ვადაგასული პროდუქციის მითვლა/მიწონვა და განადგურების ტერიტორიაზე მოტანა; 
  • სალარო აპარატთან მუშაობა და სამუშაო დღის ბოლოს თანხის საბანკო ანგარიშზე შეტანა; 
  • მის დროებით სარგებლობაში არსებული კომპანიის კუთვნილი ავტო-მანქანის გამართულად მუშაობის კონტროლი და სანიტარულ ჰიგიენური ნორმების დაცვა. 

 

ძირითადი მოთხოვნები: 

  • B კატეგორიის მართვის მოწმობა; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები: 

  • კომუნიკაბელურობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • შრომისმოყვარეობა; 
  • შედეგზე ორიენტირებულობა; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა. 

 

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikora.ge   ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 595 70 77 73, +995 598 16 77 64 

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.  

თქვენს მიერ ზემოაღნიშნულ ელ.ფოსტზე გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი. 

 

გაყიდვები
დისტრიბუცია