ელექტრო-მექანიკოსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1000 - 1000
  • ბაკალავრი
22 ნოე - 22 დეკ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 598167764

კომპანია „ნიკორა“ 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge

 

სს „ნიკორას“ შვილობილი კომპანია შპს „ოკეანე“ აცხადებს ვაკანსიას ელექტრო-მექანიკოსის პოზიციაზე:

 

სამუშაო პირობები:

  •  სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00, დასვენება შაბათი;
  •  ადგილმდებარეობა: თბილისი, ნაძალადევის რაიონი;
  •  კომპანია თანამშრომელს გადასცემს 250 ლარიან ახალ სატრანსპორტო/სამგზავრო ბარათს და უზრუნველყოფს კვებით.

 

ძირითადი მოვალეობები:

  •  წარმოებაში არსებული ელექტრო სისტემების, მანქანა-დანადგარების, შიდა ელექტრო გაყვანილობების შემოწმება და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  •  მანქანა-დანადგარების პრევენციული მონიტორინგი და დიაგნოსტირება, გაუმართაობის შემთხვევაში კომპეტენციის ფარგლებში პრობლემის აღმოფხვრა;
  •  საწარმოო დანადგარების, ელექტრო მოწყობილობების გეგმიური სარემონტო/სამონტაჟო სამუშაოების ჩატარება და საექპლუატაციო პირობების დაცვა;
  •  უსაფრთხოების წესების დაცვა;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  •  უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით, ელექტრო-მექანიკოსის კვალიფიკაციით;
  •  სასურველია ელექტრო-მექანიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  •  რუსულენოვანი ტექნიკური სქემების წაკითხვის უნარი;

 

პიროვნული თვისებები:

 დეტალებზე ორიენტირებულობა;

  •  სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  •  ტექნიკური უნარები;
  •  სწრაფი რეაგირების უნარი;
  •  პასუხისმგებლობის გრძნობა;
  •  დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

 

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikora.ge

ან დაგვიკავშირდით: +995 598167764, +995 595707773

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენს მიერ ზემოაღნიშნულ ელ.ფოსტზე გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი.

ენერგეტიკა
ელექტრიკოსი (ენერგეტიკა)
წარმოება/ოპერაციები
მექანიკოსი