მთავარი ბუღალტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1400 - 1400
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
02 დეკ - 21 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კვების პროდუქტების იმპორტიორი/სადისტრიბუციო კომპანია  იბერია პროდაქტი (+ ფართების იჯარა) აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე. 

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის და ბიზნეს კანონმდებლობის ცოდნა;
  • საოფისე ტექნიკისა და კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
  • ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი, კომუნიკაბელურობა, დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი, მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა, მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.

 

მოვალეობები: 

  • საბუღალტრო აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარმოება;
  • საბუღალტრო-საფინანსო ფორმების მომსახურება ელექტრონული ვერსიით;
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის, საბუღალტრო აღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
  • ყოველთვიური, წლიური, კვარტალური ანგარიშების მომზადება დადგენილ ვადებში;
  • ყველა სხვა საბუღალტრო ოპერაციის შესრულება და დოკუმენტის მომზადება რაც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;

 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი. 
შრომითი ანაზღაურება -1400 ლარი. 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ფოტოსურათი მისამართზე: gtc@dsl.ge 

ბუღალტერია/ფინანსები
მთავარი ბუღალტერი