სათადარიგო ნაწილების სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1500 - 1500
  • მართვის მოწმობაB
  • ინგლისური
22 ნოე - 21 დეკ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია ასპ-გრუპი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სათადარიგო ნაწილების სპეციალისტი 

 

ასპ-გრუპის  საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც–დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ

სფეროში.  

კომპანიის ვებ-გვერდი: https://aspgroup.ge/  

კომპანიის Facebook-გვერდი: https://www.facebook.com/aspgroupge  

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • პროდუქციის იმპორტთან დაკავშირებული სამუშაო გეგმისა და სტრატეგიის შემუშავება; 
  • მომწოდებლებთან ურთიერთობა და მოლაპარაკებების წარმოება; 
  • სასაწყობე ნაშთების მაჩვენებლების მიხედვით პროდუქციის შეკვეთების განსაზღვრა და შეკვეთა; 
  • საწყობში მიღებული პროდუქტების შესყიდვის პროცესის მართვა და სავაჭრო ობიექტებში განაწილების მონიტორინგი; 
  • კომპანიის პარტნიორ მომწოდებლებთან მუდმივი ურთიერთობა და პერიოდულად შეთანხმების/მოლაპარაკების პირობების განახლება; 
  • ბაზრის მუდმივი კვლევა და ახალი მომწოდებლების/ბრენდის მოძიება და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • სავალდებულოა ავტონაწილების სფეროში მუშაობის გამოცდილება; 
  • სავალდებულოა კატალოგებთან მუშაობის გამოცდილება; 
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე; 
  • MS (word, excel, outlook) Office პროგრამების ცოდნა; 
  • უნდა შეგეძლოთ სასაქონლო ნომენკლატურების იდენტიფიცირება; 
  • სასურველია მართვის მოწმობის B კატეგორიის ფლობა;  

 

პიროვნული თვისებები: 

  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი; 
  • გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; 
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი; 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებული. 

 

ანაზღაურება:  საწყის პერიოდში: 1500 (მზარდი). 

 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aspgroup.ge   2022 წლის 20 დეკემბრამდე გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.  

გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მითხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.  
 
 
გისურვებთ წარმატებებს! 

ავტო-მოტო სერვისი
ავტონაწილები/ზეთები/აკუმულატორები/საბურავები
გაყიდვები
ავტომობილი, ავტონაწილები