ოფისის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 1200
  • ბაკალავრი
  • ინგლისური
22 ნოე - 16 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

დრესაპ ჯგუფი 28 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Tommy Jeans, Lacoste, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas, CK და სხვა. კომპანია წარმოდგენილია 50-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, ბათუმსა და რუსთავში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

 

დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე:

 

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

  •  ჯანსაღი სამუშაო გარემო;
  •  კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;
  •  იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
  •  მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
  •  სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
  •  ჯანმრთელობის დაზღვევა;
  •  „ფიტპასის“ მომსახურება;
  •  კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე.

 

სამუშაო პირობები:

  •  სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 – 18:30 სთ (1 სთ შესვენება).
  •  ანაზღაურება: 800-1200 ლარი;
  •  სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ. #19.

 

ფუნქციები და მოვალეობები:

  •  ოფისის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  •  საჭიროების შემთხვევაში კომპანიის სტუმრების მიღება;
  •  გასული და შემოსული კორესპონდენციების აღრიცხვა, შესაბამისი დეპარტამენტისთვის გადაცემა;
  •  სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მომზადება, დასკანერება და დახარისხება ელექტრონული არქივისთვის;
  •  ოფისის საყოფაცხოვრებო, ჰიგიენური და სხვა სახარჯი მასალების მარაგების მონიტორინგი;
  •  საჭიროების შემთხვევაში კალენდარში შეხვედრების დაგეგმვა/შეხვედრების ოთახების დაჯავშნა;
  •  კომპანიის მენეჯმენტის სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  •  სასურველია უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით;
  •  ადმინისტრაციული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  •  სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
  •  კომპიუტერთან მუშაობის უნარი;
  •  გამართული ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარი;
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  ორგანიზებულობა;
  •  პუნქტუალურობა;
  •  დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

კანდიდატთა შერჩევა

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: career@dressup.ge 2022 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - „ოფისის მენეჯერი“.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ადმინისტრაცია
ოფისის მენეჯმენტი