გაყიდვების მენეჯერი იმერეთის რეგიონში
ბაღდათი, ვანი, ზესტაფონი, თერჯოლა, სამტრედია, ტყიბული, ქუთაისი, წყალტუბო, ჭიათურა, სხვა
  • სრული განაკვეთი
  • 1 - 2 წლამდე
  • მართვის მოწმობაB
  • ინგლისური,რუსული
02 დეკ - 22 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

SMOTORS-ი  აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე იმერეთის რეგიონში

პოზიცია : გაყიდვების  მენეჯერი

სამუშაო გრაფიკი: სრული

დასაქმების ტიპი: მუდმივი

ხარისხი: ბაკალავრი

კომპანია  SMOTORS-ი   2001 წლიდან ახორციელებს საქართველოს ბაზრის მომარაგებას უმაღალი ხარისხის ავტონაწილებით. 

SMOTORS - ხარისხი დეტალებშია!

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციური მომხმარებლებისთვის კონკრეტული შეთავაზების მომზადება;
  • შეხვედრის ჩანიშვნა და პრეზენტაციის ჩატარება;
  • შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
  • გაყიდვების შემდგომი კომუნიკაცია;
  • მომხმარებლების მოძიება, ბაზების შექმნა და მუდმივი განახლება;
  • ანგარიშის წარმოდგენა ხელმძღვანელობისთვის.

 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უცხო ენების ინგლისური, რუსულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია ავტომობილების სპეციფიკაციებისა და მახასიათებლების ცოდნა;
  • მართვის მოწმობა 
  • გამართულად მეტყველების უნარი ქართულ ენაზე;


პიროვნული და პროფესიული უნარები:

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: info@smotors.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

S MOTORS-ში(„ს მოტორს“)თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები S MOTORS - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 

გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
მსგავსი განცხადებები
თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი